საგარეო პოლიტიკა

Reuters: მარკო რუბიო საუდის არაბეთში რუსულ დელეგაციასთან მოლაპარაკებების საწარმოებლად ჩავიდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო საუდის არაბეთში რუსულ დელეგაციასთან შესახვედრად ჩავიდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს მტკიცებით, მოლაპარაკებების მთავარი თემა უკრაინაში სამწლიანი ომის დასრულება იქნება. ამერიკული და რუსული დელეგაციები მოლაპარაკებებს მას შემდეგ მართავენ, რაც წინა კვირას აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რუსეთის ლიდერთან, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა.

ტრამპისა და პუტინის სატელეფონო საუბრის შემდეგ მოლაპარაკებები გამართეს რუბიომ და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.

როგორც Reuters-ი აღნიშნავს, საუდის არაბეთში რუბიოს გარდა ჩავლენ ტრამპის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცი და მისი წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში სტივ უიტკოფი. ვინ წარმოადგენს რუსულ მხარეს მოლაპარაკებებზე, ჯერ-ჯერობით უცნობია.

Reuters-ი რუსულ გამოცემა „კომერსანტზე“ დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ამერიკულ-რუსული მოლაპარაკებები საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში ხვალ აიღებს სტარტს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,948,395 ნახვა