Uncategorized

El País: ევროპამ ტრამპსა და პუტინს კიევის ზურგს უკან მოლაპარაკებაში ხელი უნდა შეუშალოს

ევროპამ აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს და რუსეთის ლიდერს ვლადიმერ პუტინს კიევის ზურგს უკან სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვაში ხელი უნდა შეუშალოს. სტატიას ამ შინაარსით ესპანური გამოცემა El País-ი ავრცელებს.

სტატიაში, რომლის სახელწოდებაა „უკრაინა არ იყიდება“, აღნიშნულია, რომ ევროკავშირს შეშფოთებისა და რწმენის დაკარგვის მწარე შეგრძნება დაეუფლა, როცა ტრამპმა უკრაინაში ომის დასრულების საკითხზე რუსეთის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბარი გამართა.

გამოცემის მტკიცებით, უკრაინაში ომის დაწყებიდან სამი წლის შემდეგ კიევი და ევროპა დამამცირებელი გადაწყვეტილების პირისპირ აღმოჩნდნენ: სატელეფონო ზარი, სხვა ქვეყნის ტერიტორიის გაყოფა ზესახელმწიფოების მიერ და ომის დასრულება ისტორიის, პრინციპებისა და გარდაცვლილების უგულებელყოფით.

ესპანური გამოცემა წერს, რომ ტრამპის გადაწყვეტილება რუსეთთან საუბრის დაწყების შესახებ არის ის, რაზეც ოცნებობს პუტინი. თეთრი სახლის მიერ ჯარების გაყვანის პირობები გულისხმობს იმას, რომ კიევი ტერიტორიების ნაწილის დაკარგვას უნდა შეეგუოს. უკრაინას ნატოში წევრობაზე უარის თქმა მოუწევს, რასაც ითხოვს პუტინი უსაფრთხოების გარანტიების სახით.

გარდა ამისა, უკრაინა აშშ-ს მის იშვიათ წიაღისეულ ლითონებზე წვდომას მისცემს. უკრაინის უსაფრთხოება ევროპაზე იქნება დამოკიდებული. თავად უკრაინა, როგორც გამოცემა იუწყება, რუსეთსა და ევროკავშირს შორის ბუფერული ზონა იქნება, ხოლო მისი სუვერენიტეტი კითხვის ნიშნის ქვეშ აღმოჩნდება, ის შეერთებული შტატების მხრიდან მისი რესურსების ექსპლუატაციას მოემსახურება და რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ექსპანსიის საფრთხის ქვეშ იქნება.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,942,662 ნახვა