აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის ევროპას უკრაინისთვის ამერიკული იარაღის შესყიდვის უფლებას მისცემს. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
სააგენტო აღნიშნავს, რომ ამრიგად ამერიკა უკრაინას კარს უღებს იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის მას იარაღს პირდაპირ არ მიაწვდის.
მანამდე ტრამპის ადმინისტრაციამ დასავლელ მოკავშირეებს განუცხადა, რომ მას სურს, რომ მათ მისი იარაღი და სამხედრო ტექნიკა იყიდონ, რათა ნატო, როგორც ალიანსი, შეინარჩუნონ. გარდა ამისა, ეს შეიარაღება, შეიძლება, უკრაინასაც გადაეცეს.
როგორც Bloomberg-ი წერს, ამრიგად აშშ-ს სურს უკრაინას შეიარაღება გადასცეს საკუთარი კაპიტალის დანაკარგების გარეშე.
Facebook Comments Box