Uncategorized

საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტში დღეს „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავენ

საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე დღეს „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავენ. როგორც ცნობილია, საზოგადოებრივი ორგანიზაციების ინიციატივების დასაფინანსებლად, მთავრობა შექმნის ფონდს – სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს, რისთვისაც „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებები შევა.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ სააგენტოს მიზანი იქნება საქართველოს ბიუჯეტით საქართველოში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერა, „რომელთა საქმიანობის მიმართულებები თანხვედრაში იქნება ქვეყნის განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებებთან”.

მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, რომლებსაც სურთ, უზრუნველყონ არა უცხოური, არამედ ქართველი ხალხის გავლენების გატარება საქართველოში, შეეძლებათ საგრანტო დაფინანსება საქართველოს მთავრობისგან მიიღონ.

ამასთან, ცვლილებით, გარდა იმისა, რომ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერა დაევალება, ამავე მიზნით გრანტების გაცემის შესაძლებლობაც ექნება.

არასამთავრობო ორგანიზაციების სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსების ინიციატივაზე პრემიერმა ჯერ კიდევ 2024 წლის სექტემბერში განაცხადა. მაშინ ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ სახელმწიფო საგრანტო პროგრამას შექმნიდა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,942,598 ნახვა