პოსტები სოციალური ქსელიდან

მეორე მსოფლიო ომის მერე მგონი ასეთი რამ გერმანიის ლიდერისთვის (ოლაფ შოლცისათვის) არავის უთქვამს-ლევან ნიკოლეიშვილი

,,მეორე მსოფლიო ომის მერე მგონი ასეთი რამ გერმანიის ლიდერისთვის (ოლაფ შოლცისათვის) არავის უთქვამს, “ერთადერთი ადგილი, რომელსაც გერმანია იმსახურებს ამ მოლაპარაკებებში – მსჯავრდადებულთა სკამზეა.” ამას მას თეთრი სახლის პრეს-მდივანი კაროლინ ლივიტი ეუბნება. მიზეზი კი როგორც ჩანს ბევრია, ერთ-ერთი კი გახლავთ ის, რომ შეერთებული შტატების ლიდერები ვერ ხედავენ არამარტო გერმანიის, არამედ ზოგადად ევროპელი, განსაკუთრებით ევროკავშირის ლიდერების ადგილს, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მოლაპარაკებებში. ფაქტია, რომ ამ ქმედებით აშშ ევროპას თუ ომის პროვოცირებაში არ ადანაშაულებს, მინიმუმ ამ ომის არ დასრულებაში სდებს ბრალს. რამ გამოიწვია, ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან ასეთი დამოკიდებულება, უკვე საკმაოდ შერცხვენილი და სამარცხვინოდ წარმოჩენილი ევრო ლიდერებისადმი, აქაც პასუხი მარტივია ევრო ბიუროკრატები ცალი ხელით რუსეთს სანქციებს უწესებდნენ, მეორე ხელით კი მათთან არალეგალური ვაჭრობა ჰქონდათ გაჩაღებული, ხოლო ომის დროს უკრაინასთან შეიარაღების მიწოდებით კიდევ რაში და როგორ ითბობდნენ ხელს ეს ცალკე გამოძიების საკითხია.

რაც მთავარია მათ რამდენიმეჯერ ჩაშალეს ომის დასრულების და მშვიდობის დამყარების მოლაპარაკებები და შესაძლებლობები, შექმნეს ყალბი ლოზუნგი რომ რუსეთი ამ ომში მარცხდება, შესაბამისად ომი ჯერ არ უნდა დასრულებულიყო. დღეს, იმ ფონზე როცა ტრამპი რუსეთთან ომის დასრულების ფაზას ააქტიურებს, მის საპირწონედ ევროპის ლიდერები გაუგებარ ფორუმზე თუ კონფერენციაზე ცალკე იკრიბებიან, სადაც სავარაუდოდ რამდენიმე საკითხს განიხილავენ: 1. როგორ ბედავს აშშ მათ გარეშე უკრაინაში მშვიდობის დამყარებას. 2. რატომ არ ეკითხებიან რა უნდა ზელენსკის (აქ ცხადია ევროპაც იგულისხმება). 3. ადრე ხომ არ არის ომის დასრულება, როცა ჯერ კიდევ შესაძლებელია რუსეთის დამარცხება. ამ სამ, აბსურდული საკითხის გარშემო იმსჯელებენ, იდებატებენ და ილაყბებენ, რაც რაღაც კომუნიკეს მაგვარით დასრულდება, რომელსაც ყველაზე უფრო პოპულისტური, სამარცხვინო და იაფფასიანი დოკუმენტი იქნება ევროკავშირის ისტორიაში. ევროპარლამენტარების რეზოლუციებისა და საქართველოში გერმანიის ელჩის ფიშერის განცხადებების ფონზე ჩვენ ასეთ რამ არ გაგვიკვირდება, თუმცა ევროპის ქვეყნებში გამოფხიზლების პროცესსა და ახალი ლიდერების მოსვლის პროცესს ნამდვილად წაადგება”=წერს ლევან ნიკოლაიშვილი

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,941,487 ნახვა