ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა ევროპული ქვეყნების დედაქალაქებს კითხვარები გაუგზავნა იმის თაობაზე, თუ რის გაღება შეუძლიათ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველსაყოფად. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, კითხვები ძირითადად შეეხებოდა იმას, თუ რა რაოდენობით ჯარების გაგზავნას შეძლებენ ევროპული ქვეყნები უკრაინაში საჭიროების შემთხვევაში.
Reuters-ის ცნობით, კითხვარები რუბიოს უწყებამ ევროპის დედაქალაქებში კვირის დასაწყისში გაგზავნა.
Facebook Comments Box