ფეისბუქ მომხმარებელი ნუნუშა ვასაძე ბათუმში მომხდარ უბედურ შემთხვევას ეხმიანება, სადაც წყლით სავსე თხრილში ორი არასრულწლოვანი ჩავარდა, რომელთა გადარჩენაც ვერ მოხერხდა.
ვასაძე ამ შემთხვევასთან დაკავშირებით ოპოზიციის რეაქციებს პასუხობს. სოციალურ ქსელში უბედური შემთხვევის ადგილის ამსახველ ფოტოს ავრცელებს და აღნიშნავს, რომ „სავარაუდოდ ბავშვებს წყალი ღრმა არ ეგონათ და არც ამ ადგილას მიმდინარეობს „ოცნების ქალაქის“ მშენებლობა-ყველაფერზე როგორ ითბობთ ხელს“.
„ხელი მიკანკალებს ამას რომ ვწერ! გიენებო! უბედურებაზე და ტრაგედიაზე დაგეშილო სექტანტებო!!!! ეს არის ტრაგედიის ადგილი!!! აქ ჩავიდა ორი ანგელოზი!!! წყლით დაფარული თხრილია, რომელიც სავარაუდოდ არ ეგონათ ღრმა. ჩუსტები იქვე აწყვია თქვე ბოროტებო! ამ ადგილას არ მიმდინარეობს ოცნების ქალაქის მშენებლობა! მიმდებარე ტერიტორიაა! გაეთრიეთ ახლა და ნახეთ, შემოღობილია მშენებლობის ადგილი! თქვე უგულოებო, ყველაფერზე როგორ ითბობთ ხელს!!!!“-წერს ნუნუშა ვასაძე.