აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მასობრივი ინფორმაციის საშუალებები ცდილობენ, წააჩხუბონ ის და ილონ მასკი.,-ამის შესახებ ტელეგრამ-არხი „ქვეყნის პოლიტიკა“ იუწყება.
არხის ინფორმაციით, ტრამპმა თქვა, რომ სახელმწიფო ეფექტურობის მთავარი დეპარტამენტის უფროსთან, მილიარდერ ილონ მასკთან ამ საკითხზე ჰქონდა საუბარი. მასკმა მას დაურეკა და გააფრთხილა, რომ მასობრივი ინფორმაციის საშუალებები მათ შორის შუღლის ჩამოგდებას ცდილობენ.
„რასაკვირველია“- პასუხობს ტრამპი და აცხადებს, რომ მედია ძალიან ცუდად იქცევა , როცა ცდილობს ის და DOGE-ის ხელმძღვანელი ერთმანეთს წააჩხუბოს.
მისივე თქმით, ადრე ფიქრობდა, რომ მედია კარგი იყო, თუმცა რეალურად, ეს ასე არ არის, რადგან „კარგები რომ ყოფილიყვნენ, მე პრეზიდენტი ვერ გავხდებოდი“,-განაცხადა ტრამპმა.
მანამდე, თეთრ სახლში დასავლური პრესის ნაწილს უწოდეს ლუზერები და მატყუარები, რომლებიც თავისი რიტორიკით ცდილობენ მასკი და ტრამპი ერთმანეთს დაუპირისპირონ.