სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ნჯო-ების მიერ დაფინანსებული დემონსტრანტების ქცევას ჭიანჭველების და აბრეშუმის მატლების ე.წ. სასიკვდილო რბოლას ადარებს.
„არის ბუნებაში ასეთი საოცარი მოვლენა-ჭიანჭველების სასიკვდილო რბოლა. ჭიანჭველები წრეზე დარბიან და ამ სირბილში იხოცებიან.
სხვათა შორის ანალოგიური სასიკვდილო წრებრუნვები გვხვდება მოგზაურ აბრეშუმის ჭიებშიც, Thaumetopoea pityocampa. მეცნიერები ამ მოვლენას საკვების მოპოვების პროცესში ჭიანჭველების და მოხეტიალე აბრეშუმის ჭიების ფერომონების გამოყოფის ალგორითმის მოშლილობას უკავშირებენ.
სწორია!
ამას ადასტურებს ჩვენი დემონსტრანტების ქცევა. აშკარაა, რომ საკვების მომპოვებელი ნჯო-ები ფერომონებს გამოყოფენ და მომხრეები სასიკვდილო წრებრუნვაში ჰყავთ ჩათრეული. ჭიანჭველებს და მოხეტიალე აბრეშუმის მატლებსაც თავის დონეზე ალბათ ჰგონიათ, რომ წრებრუნვას შედეგი მოჰყვება და ამ ილუზიაში იხოცებიან. ამათაც ასეთი ილუზია აქვთ. ფერომონები კი აშკარად არეულია.
არეული ფერომონების სამყაროში: უკრაინა იმარჯვებს. პარლამენტზე თავდასხმა კარგია. ლაზარე გმირია. პოლიციელს უნდა ურტყა, რამდენიც გინდა. გეოგრაფიას არა აქვს მნიშვნელობა. სოროსი კეთილია. .ევროპა და ამერიკა საქართველოზე ზრუნავენ. მამები და პაპების დახოცვის შემდეგ ახალგაზრდები ევრონეტარებაში აღმოჩნდებიან. მიხაელ როთი საქართველოს პატრიოტია. ლგბტქ+ პროგრესია. გირჩი ჯაფარიძე და სხვა თანაგირჩელები თავისუფლების სიმბოლოა. გვარამია, ხაზარაძე და ძმანი მათნი ამაღლებული ევროპული იდეალებისკენ მიუძღვებიან საქართველოს. ბიულეტენები ჟონავდა. და ა.შ.
სხვათა შორის, ხანდახან წრებრუნვას გადაურჩებიან ხოლმე მწერების გარკვეული ჯგუფები.
იმედია, აქაც ასე მოხდება და გიგაურის და ლომჯარიას არეულ ფერომონების სდევა-მონობაში არ ამოხდებათ სული ზემოთხსენებული მწერებივით“,-წერს სოსო მანჯავიძე.