სოციალური ქსელები და მედია

„მთავარი არხი“ – ზაზა ოქუაშვილის მიერ ხელოვნურად შექმნილი ფინანსური კრიზისის გამო ამ ეტაპზე შეჩერდა ყველა გადაცემა, რომელიც პირდაპირ ეთერში გადიოდა, ვმუშაობთ, რომ გამოვნახოთ ალტერნატიული სახსრები

„მთავარი არხის“ თანადამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის მიერ ხელოვნურად შექმნილი ფინანსური კრიზისის გამო ამ ეტაპზე შეჩერდა ყველა გადაცემა, რომელიც პირდაპირ ეთერში გადიოდა და ყოველდღე დამატებით ხარჯებთან იყო დაკავშირებული, – ამის შესახებ „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

არხის განცხადების მიხედვით, მუშაობენ, რათა სრულყოფილი ეთერის აღსადგენად ალტერნატიული სახსრები გამონახონ.

„ჩვენ აღარ გვაქვს ყოველდღიური ოპერირების სახსრები.

გადაცემები, რომლებიც ვერ გავა ეთერში: საინფორმაციო გამოშვებები; სპეცეთერები; „პოსტ-ფაქტუმი“; „მთავარი შაბათს“; „დღის სტუმარი“ „განსხვავებული აქცენტები“; „ღამის მთავარი“; „შენი დილა“; „შენი შუადღე“; „შენი შუაღამე“; „ლიტერატურული სამკუთხედი“; „მთავარი მსოფლიოში“.

ამ დროისთვის „მთავარი არხის“ ეთერში გადის მხოლოდ ჩაწერილი გადაცემები, ძველი პროგრამების გამეორებები, სერიალები და ფილმები.

ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ გამოვნახოთ ალტერნატიული სახსრები სრულყოფილი ეთერის აღსადგენად. მთავარი ხართ თქვენ“, – ნათქვამია განცხადებაში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,940,494 ნახვა