პოლიტიკა

ირაკლი ჭეიშვილი: გიორგი გახარია, რომელიც ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ალან ბერსეს, თბილისში ვიზიტისას „საეჭვო კაცს“ უწოდებდა და კორუმპირებულს ეძახდა, დღეს გენერალურ მდივანს, უტიფრად წინ უზის და შეხვედრას მართავს

გიორგი გახარია, რომელიც ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ალან ბერსეს, თბილისში ვიზიტისას „საეჭვო კაცს“ უწოდებდა და კორუმპირებულს ეძახდა, დღეს გენერალურ მდივანს, უტიფრად წინ უზის და შეხვედრას მართავს,- წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ჭეიშვილი, სოციალურ ქსელში.

ჭეიშვილი კითხვით მიმართავს გიორგი გახარიას, რომლის უნდა იწამოს საზოგადოებამ, გახარიას წინა განცხადება ალან ბერსეზე, თუ ახლანდელი მისი საქციელი.

„გიორგი გახარია, რომელიც ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალან ბერსეს თბილისში ვიზიტისას „საეჭვო კაცს“ უწოდებდა და კორუმპირებულს ეძახდა, დღეს გენერალურ მდივანს, უტიფრად წინ უზის და შეხვედრას მართავს. რომელი ირწმუნოს საზოგადოებამ ბატონო გახარია, თქვენი წინა განცხადება ბერსეზე თუ ეხლანდელი თქვენი საქციელი?! მერე ნუ გიკვირთ, როცა ოპოზიციის ასეთ უპრინციპო საქციელს, შესაბამისად აფასებს საზოგადოება,“- წერს ირაკლი ჭეიშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,940,397 ნახვა