სამართალი

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ბათუმში უბედური შემთხვევის შედეგად ორი მცირეწლოვანი დაიღუპა

ბათუმში უბედური შემთხვევის შედეგად ორი არასრულწლოვანი დაიღუპა. უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით ბათუმის მერია განცხადებას ავრცელებს.

„უბედური შემთხვევა მოხდა ქალაქ ბათუმში, ფრ. ხალვაშის გამზირის #188-ის მიმდებარედ. წყლით სავსე თხრილში ორი არასრულწლოვანი ჩავარდა, საუბედუროდ, მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებთ გარდაცვლილთა ოჯახებს ტრაგედიის ამ მძიმე წუთებში. მომხდარის დეტალებს დაადგენს აჭარის პოლიციის დეპარტამენტი დაწყებული გამოძიების ფარგლებში“, – აღნიშნულია განცხადებაში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,940,494 ნახვა