ეკონომიკა

მიხეილ დუნდუა-მას შემდეგ, რაც მსოფლიოში ღიად დაიწყო საუბარი „დიფ სთეითზე“ და გაირკვა, რომ ოფშორებზე სრული კონტროლი ადამიანთა კონკრეტულ ჯგუფს ჰქონდა, ამ ფონზე, კიდევ უფრო ლოგიკური და ეროვნული საქმე იყო „ოფშორების კანონის“ მიღება

x

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუა „ოფშორების კანონის“ ირგვლივ გამოწვეულ აჟიოტაჟს პასუხობს. დუნდუა სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, სადაც მათ შორის, ოფშორული ზონის არსებით განხილვაზე საუბრობს. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა ისეთი გიგანტური კომპანიების რეალური არსი, როგორებიცაა „ბლექროკი“, „ვენგარდი“ და ასე შემდეგ, რომლებიც მსოფლიო კაპიტალის უდიდეს ნაწილს აკონტროლებენ, ხოლო კომპანიებს თავის მხრივ ოლიგარქიული ოჯახები ფლობენ, საბოლოოდ დაიმსხვრა მითი ოფშორული ზონის უსაფრთხოებასა და საიმედოობაზე.

„თავის დროზე ოფშორული ზონა ბიზნესმენებისთვის ბიზნესის წარმოების გასამარტივებლად შეიქმნა და ამ კომფორტით მსოფლიოს ყველა წამყვანი ბიზნესმენი სარგებლობდა და სარგებლობს. ოფშორული ზონა მოქნილია, მარტივია ნებისმიერი ტრანზაქცია თუ ქმედება, გამარტივებულია ყველა პროცედურა და დაცლილია ბიუროკრატიისგან და ზედმეტი ოპერაციებისგან. ეს იყო სწორედ ოფშორული ზონის იდეა, რომ სიმარტივის და კომფორტული გარემოს გამო, სწორედ ამ ზონაში აკუმულირებულიყო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ფიზიკური პირებისა თუ კომპანიების კაპიტალი. თუმცა, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. მას შემდეგ, რაც მსოფლიოში ღიად დაიწყო საუბარი „დიფ სთეითზე“, ოლიგარქიულ ოჯახებსა და მათ კონტროლ ქვეშ არსებულ უზარმაზარ კაპიტალზე, მას შემდეგ, რაც საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა ისეთი გიგანტური კომპანიების რეალური არსი, როგორებიცაა „ბლექროკი“, „ვენგარდი“ და ასე შემდეგ, რომლებიც მსოფლიო კაპიტალის უდიდეს ნაწილს აკონტროლებენ, ხოლო კომპანიებს თავის მხრივ ოლიგარქიული ოჯახები ფლობენ, საბოლოოდ დაიმსხვრა მითი ოფშორული ზონის უსაფრთხოებასა და საიმედოობაზე. გაირკვა, რომ ოფშორებზე სრული კონტროლი ადამიანთა კონკრეტულ ჯგუფს ჰქონდა, რასაც ჩვენ დღეს „დიფ სთეითს“, იგივე „გლობალური ომის პარტიას“ ვუწოდებთ. ამ ფონზე, კიდევ უფრო ლოგიკური და ეროვნული საქმე იყო საქართველოს პარლამენტის მიერ „ოფშორების კანონის“ მიღება, რამეთუ ნებისმიერ დაინტერესებულ ბიზნესმენს საშუალება ჰქონოდა, საქართველოში არსებული სტაბილური და საიმედო მდგომარეობით ესარგებლა, კაპიტალი საქართველოში გადმოეტანა და დაეზღვია ყველა ის რისკი, რაც ზემოთ არის ახსნილი“,-აღნიშნავს დუნდუა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,940,442 ნახვა