უცხოური მედია

ჯეი დი ვენსი – სიტუაცია ცუდად წარიმართა, როდესაც დეკემბერში რუმინეთმა გააუქმა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები სადაზვერვო სააგენტოს სუსტი ეჭვების საფუძველზე და კონტინენტური მეზობლების უზარმაზარი ზეწოლით.

ჩემს ევროპელ მეგობრებს ვეტყოდი, თუ თქვენი დემოკრატიის განადგურება შესაძლებელია ციფრულ რეკლამაში უცხო ქვეყნიდან რამდენიმე ასეული ათასი დოლარით, მაშინ დემოკრატია არ ყოფილა ძალიან ძლიერი, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ვენსის თქმით, სიტუაცია ცუდად წარიმართა, როდესაც რუმინეთმა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გააუქმა.

„სიტუაცია ცუდად წარიმართა, როდესაც დეკემბერში რუმინეთმა გააუქმა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები სადაზვერვო სააგენტოს სუსტი ეჭვების საფუძველზე და კონტინენტური მეზობლების უზარმაზარი ზეწოლით. როგორც გავიგე, არგუმენტი იყო, რომ რუსულმა დეზინფორმაციამ გავლენა იქონია რუმინეთის არჩევნებზე. თუმცა, მე ვეტყოდი ჩემს ევროპელ მეგობრებს, შეგიძლიათ, გჯეროდეთ, რომ არასწორია, რომ რუსეთი ყიდულობს რეკლამას სოციალურ ქსელებში, რათა გავლენა მოახდინოს თქვენს არჩევნებზე. თქვენ შეგიძლიათ დაგმოთ ეს მსოფლიო დონეზე, თუმცა თუ თქვენი დემოკრატიის განადგურება შესაძლებელია რამდენიმე ასეული ათასი დოლარით ციფრულ რეკლამაში უცხო ქვეყნიდან, მაშინ ის არ ყოფილა ძალიან ძლიერი“, – აღნიშნა ვენსმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,938,566 ნახვა