უცხოური მედია

ჯეი დი ვენსი – როდესაც ვხედავთ, რომ ევროპული სასამართლოები აუქმებენ არჩევნებს და მაღალჩინოსნები იმუქრებიან სხვების გაუქმებით, უნდა დავსვათ კითხვა, ვინარჩუნებთ თუ არა მაღალ სტანდარტს

როდესაც ვხედავთ, რომ ევროპული სასამართლოები აუქმებენ არჩევნებს და მაღალჩინოსნები იმუქრებიან სხვების გაუქმებით, ჩვენ უნდა დავსვათ კითხვა, ვინარჩუნებთ თუ არა შესაბამისად მაღალ სტანდარტს, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ვენსმა აღნიშნა, ყველაზე მეტად აღელვებს ევროპის დაშორება ფუნდამენტური ღირებულებისგან.

„საფრთხე, რომელიც პირადად მე ყველაზე მეტად მაღელვებს ევროპასთან დაკავშირებით, არის არა რუსეთი, არა ჩინეთი, არა რომელიმე სხვა გარე აქტორი. ის, რაც მადარდებს, არის საფრთხე შიგნიდან – ევროპის დაშორება მისი ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური ღირებულებისგან, რომელსაც იზიარებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად. მე გაოგნებული ვიყავი ცოტა ხნის წინ, როდესაც ყოფილი ევროკომისარი ტელევიზიაში მოხარული ჩანდა, რომ რუმინეთის მთავრობამ ახლახან გააუქმა მთელი არჩევნები. მან გააფრთხილა, რომ მოვლენები თუ გეგმის მიხედვით არ განვითარდება, ანალოგიური რამ შესაძლოა, გერმანიაშიც მოხდეს. ეს განცხადება შოკისმომგვრელია ამერიკელებისთვის. წლების განმავლობაში ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ ყველაფერი, რასაც ვაფინანსებთ და მხარს ვუჭერთ, უკრაინის პოლიტიკიდან ციფრულ ცენზურამდე, ხორციელდებოდა ჩვენი საერთო დემოკრატიული ღირებულებების სახელით, ხორციელდებოდა როგორც დემოკრატიის დაცვა, თუმცა როდესაც ვხედავთ, რომ ევროპული სასამართლოები აუქმებენ არჩევნებს და მაღალჩინოსნები იმუქრებიან სხვების გაუქმებით, ჩვენ უნდა დავსვათ კითხვა, ვინარჩუნებთ თუ არა ჩვენ შესაბამისად მაღალ სტანდარტს. ჩვენ უნდა გავაკეთოთ საუბარზე მეტი დემოკრატიული ღირებულებებისთვის“, – განაცხადა ვენსმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,940,537 ნახვა