ეკონომიკა

მიხეილ დუნდუა: ბიძინა ივანიშვილს, ისევე როგორც საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, აქვს სრული უფლება, გამოიყენოს სახელმწიფოს მიერ საკუთარი მოქალაქის დაცვისთვის შექმნილი ნებისმიერი კანონიერი გზა, მით უმეტეს, თუ ამ ნაბიჯს ქვეყნისთვის მოაქვს მხოლოდ სარგებელი

რაც შეეხება სანქციებს და მისგან თავის არიდებას – დღეს პატარა ბავშვმაც კი იცის, რომ ბიძინა ივანიშვილი სრულიად უსამართლოდ, კონკრეტული ძალების დავალებით მხოლოდ იმიტომ დაასანქცირეს, რომ უარი თქვა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნასა და ომის გაჩაღებაზე, უარი თქვა ანტიქართული ნაბიჯების გადადგმაზე, იცავს ქვეყნის სუვერენიტეტს და მშვიდობას საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, მიხეილ დუნდუა, სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ის აღნიშნავს, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს აქვს სრული უფლება, რომ ყველა კანონიერი მეთოდით დაიცვას საკუთარი თავი, ოჯახი და კაპიტალი უსამართლო სანქციებისგან. დუნდუას განმარტებით, სახელმწიფოს მიზანიც საკუთარი მოქალაქის ნებისმიერი გარე ზემოქმედებისგან დაცვაა, ამასთან, ივანიშვილის ნაბიჯს ქვეყნისთვის მხოლოდ სარგებელი მოაქვს.

„ ბიძინა ივანიშვილს აქვს სრული უფლება, რომ გამოიყენოს ყველა კანონიერი მეთოდი, დაიცვას საკუთარი თავი, ოჯახი და საკუთარი კაპიტალი ამ უკანონო სანქციებისგან. სახელმწიფოს არსიც ხომ სწორედ ეს არის – ნებისმიერი კანონიერი გზით დაიცვას საკუთარი მოქალაქე მასზე განხორციელებული ნებისმიერი გარე ზემოქმედებისგან, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ეს ზემოქმედება არის უსამართლო და უკანონო. აქედან გამომდინარე – ბიძინა ივანიშვილს, ისევე როგორც საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს აქვს სრული უფლება, გამოიყენოს სახელმწიფოს მიერ საკუთარი მოქალაქის დაცვისთვის შექმნილი ნებისმიერი კანონიერი გზა, მით უმეტეს, თუ ამ ნაბიჯს ქვეყნისთვის მოაქვს მხოლოდ სარგებელი და არანაირი უკუეფექტი ბუნებაში არ არსებობს. სამართლიანი სახელმწიფოს უმთავრესი პრინციპი შემდეგია – ნებისმიერი კანონი, მათ შორის ეს კონკრეტული „ოფშორების კანონი“ მიღებულია იმისთვის, რომ ის მოემსახუროს საქართველოს მოქალაქის და ქვეყნის კეთილდღეობას, ხოლო ამ გარემოების საპირისპიროდ წარმოჩინება, თითქოს სამართლებრივად გამართული კანონით სარგებლობა არის რაიმე სახის უკანონობა, „ჯაშუშური ქსელის“ ცნობილი ხელწერაა.“ – წერს მიხეილ დუნდუა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,938,566 ნახვა