უცხოური მედია

თვითმფრინავს, რომლითაც მარკო რუბიო მიუნხენში მიფრინავდა, ტექნიკური პრობლემები შეექმნა

​სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს თვითმფრინავს, რომელიც გერმანიაში, მიუნხენში მიფრინავდა, გზაში ტექნიკური პრობლემები შეექმნა და იძულებული გახდა, უკან დაბრუნებულიყო და ენდრიუსის ბაზაზე დამჯდარიყო. ამის შემდეგ რუბიომ გააგრძელა მოგზაურობა გერმანიასა და ახლო აღმოსავლეთისკენ სხვა თვითმფრინავით. იფორმაციას ABC NEWSავრცელებს.

სახდეპის ცნობით, ამჟამად რუბიო მცირე ზომის თვითმფრინავით უსაფრთხოდ აგრძელებს მგზავრობას. ის გერმანიაში მიემგზავრება, რათა დაესწროს მიუნხენის კონფერენციას და შეხვდეს G7-ის ქვეყნების საგარეო უწყებების ხელმძღვანელებს. 

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,938,839 ნახვა