პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე რომან გოცირიძეს -ამდენი ტყუილების წერას, ჯობია ისევ საკუთარი თავი გამოიძახო შაბათ-კვირას სამსახურში და ზე-განაკვეთურები გამოიწერო

“ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე რომან გოცირიძის მიერ გავრცელებულ მორიგ დეზინფორმაციას ეხმიანება და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

,, რომან გოცირიძე, ჩვენი ,,კუპონა“ ტყუილებში აიჭრა:

• ჯერ ამბობდა სებ-ს საცავი არ უვარგაო – ახლა აღმოჩნდა რომ ყველაზე დაცული საცავი აქვს…

• სებ-მა რეზერვები გაყიდა – არ უნდა გაეყიდაო…

• სებ-მა რეზერვები იყიდა – რატომ იყიდაო…

• ლარის კურსი მყარდება – არ უნდა გამყარდეს ეს სებ-ის მანიპულაციააო…

• ლარი უფასურდება – არ უნდა გაუფასურდეს ეს სებ-ის ბრალიაო…

• სებ-მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი შეამცირა – არ უნდა შეემცირებინაო…

• სებ-მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად დატოვა – უნდა გაეზარდაო…

კიდევ კარგი, საბედნიეროდ, სებ-ი და სრულიად ერი რომანას ჭკუაზე არ დადის, თორემ ხომ დავიღუპებოდით? ისევ, საკუთარი თავი გამოიძახო ჯობია შაბათ-კვირას სამსახურში და ზე-განაკვეთურები გამოიწერო, დღემდე ლეგენდები რომ დადის ეროვნულ ბანკში

P.S. კიდევ ის მოჰყევი, ნიკო ნიკოლაძის უკვე დაბეჭდილი კუპიურა, როგორ გადაგახია თავზე სააკაშვილმა. მოკლედ, 200-იან ბანკნოტზე ნიკოლაძე დააბეჭდვინა გოცირიძემ. (ნიკოლაძის შთამომავლობით ზურაბიშვილი ყელყელაობდა მაშინ) ჰო და – იმ პერიოდს დაემთხვა, სალომე ზურაბიშვილი რომ გადადგა მინისტრობიდან და ამაზე გამწარებულმა სააკაშვილმა გული რომან გოცირიძეზე იყარა – დაიბარა თავისთან და ახალი დაბეჭდილი 200 ლარიანი კუპიურა სულ “პიქსელპიქსელ” გადააყლაპა“, – წერს ზურაბ ქადაგიძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,938,575 ნახვა