რა კომბინაცია გაითამაშეს ევროპარლამენტმა და აქაურმა რადიკალურმა ოპოზიციამ? ევროპარლამენტის რეზოლუცია მიღებულ იქნა ზუსტად მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის წინა დღეს, რომ სალომე ზურაბიშვილი, რომელიც იქ ჩადის, აღიარონ საქართველოს „ლეგიტიმურ“ პრეზიდენტად, რომ შემდეგ უკვე ამ რეზოლუციით შეიარაღებულს, მას იქ კონტაქტების მეტი და უკეთესი საშუალება ჰქონდეს – წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, ევროპარლამენტის ეს რეზოლუცია არის სალომეს მთავარი კოზირი მიუნხენის კონფერენციაზე. ვნახოთ, რამდენად გაჭრის ეს „კოზირი“.
„რა კომბინაცია გაითამაშეს ევროპარლამენტმა და აქაურმა რადიკალურმა ოპოზიციამ? ევროპარლამენტის რეზოლუცია მიღებულ იქნა ზუსტად მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის წინა დღეს, რომ სალომე ზურაბიშვილი, რომელიც იქ ჩადის, აღიარონ საქართველოს „ლეგიტიმურ“ პრეზიდენტად, რომ შემდეგ უკვე ამ რეზოლუციით შეიარაღებულს, მას იქ კონტაქტების მეტი და უკეთესი საშუალება ჰქონდეს. ფაქტიურად, ევროპარლამენტის ეს რეზოლუცია არის სალომეს მთავარი კოზირი მიუნხენის კონფერენციაზე. ვნახოთ, რამდენად გაჭრის ეს „კოზირი““ – წერს ანჯაფარიძე facebook- ზე.