Uncategorized

გიორგი აბაშიშვილი – როგორ მუშაობს აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მიერ მხილებული სქემა საქართველოში: გერმანიის ელჩი წერს სტატუსს, რომელსაც ახალ ამბად აქცევს EED-ის მიერ დაფინანსებული “პუბლიკა” – ელჩი წერს რომ მოლდოვისათვის “მზადდება” გრანდიოზული თანხა, მხოლოდ ერთი დეტალი გამორჩება, რომ ამ “მილიარდმილიონებიდან” 1,500,000,000, ევრო არის სესხი

“ბიზნეს ინსაიდერ საქართველოს” დამფუძნებელი, გიორგი აბაშიშვილი, ეხმიანება საქართველოში გერმანის ელჩის, პეტერ ფიშერის მიერ სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებას, სადაც ელჩი წერს, რომ 1.8 მილიარდ ევრომდე მზადდება მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოსამზადებლად, ამავდროულად, საქართველოში ზოგიერთი შეშფოთებას გამოთქვამს, რომ „დიფ სთეითმა“, შესაძლოა, ევროკავშირი „გაანადგუროს“.

აბაშიშვილი აღნიშნავს, რომ სწორედ ფიშერის განცხადების მაგალითზე შეგვიძლია მარტივად დავინახოთ, თუ როგორ მუშაობს საქართველოში, აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მიერ მხილებული სქემა.

მისი განცხადებით, გერმანიის ელჩის სტატუსს ახალ ამბად აქცევს EED-ის მიერ დაფინანსებული მედია “პუბლიკა”. EED, თავის მხრივ, ევროკავშირის და მისი წევრების ბიუჯეტიდან ფინანსდება, მისი გამგების თავმჯდომარე კი ევროპარლამენტარი დევიდ მაკალისტერია, რომელიც საქართველოს მოსახლეობის არჩევანის არაღიარების რეზოლუციის თანაავტორია.

ამასთანავე, გიორგი აბაშიშვილი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ პეტერ ფიშერს მოლდოვისთვის გამოყოფილი თანხის შესახებ განცხადების დაწერისას, ერთი დეტალი “გამორჩა”, კერძოდ ის, რომ 1,800,000,000 ევროდან, 1,500,000,000, ევრო არის სესხი.

“მარტივი ახსნა, თუ როგორ მუშაობს აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მიერ მხილებული სქემა საქართველოში: – გერმანიის ელჩი სოცმედიაში წერს სტატუსს – მის სტატუსს ახალ ამბად აქცევს ევროპის დემოკრატიის ფონდის (EED) მიერ დაფინანსებული “პუბლიკა”. უძღვნის სტატიას, ბანერს… – EED ევროკავშირის და მისი წევრების (მათ შორის გერმანიის) ბიუჯეტიდან ფინანსდება – EED-ის გამგეობის თავმჯდომარე ევროპარლამენტარი, გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის წევრი დევიდ მაკალისტერია (აქ ერთი დამთხვევაა კიდევ, რომ მაკალისტერი საქართველოს მოსახლეობის არჩევანის არაღიარების რეზოლუციის მთავარი თანაავტორია) – გერმანიის ელჩი თავის პოსტში თავდაპირველ ამბავში მითითებულ 1,8 მლრდ ევროს გარდაქმნის 1,800,000,000 ევროდ, რაც ან ციფრების სიყვარულით აიხსნება, ან იმის სურვილით რომ თანხა უფრო გრანდიოზულად წარმოჩინდეს – ელჩი წერს რომ ეს გრანდიოზული თანხა მოლდოვისათვის “მზადდება” (აქ მკითხველის ემოცია პიკს აღწევს) – ელჩს მხოლოდ ერთი დეტალი გამორჩება, ალბათ შემთხვევით, კერძოდ, ის რომ ამ “გამზადებული მილიარდმილიონებიდან” 1,500,000,000, ევრო არის სესხი, ხოლო უანგარო დახმარება სულ 300 მლნ ევროა, ისიც სამ წელზე გადანაწილებული, ანუ წელიწადში სულ რაღაც 100 მლნ ევრო (უბრალოდ შეგახსენებთ, რომ მხოლოდ 2024 წლის დეკემბერში მაღალი ეკონომიკური ზრდის პირობებში ჩვენი ბიუჯეტის შემოსულობები თითქმის 400 მილიონი ევროთი გავზარდეთ) რეალურად, კვალიფიციურ NGO-ს რომ აფინანსებდეს ვინმე, ასეთი მარტივი პროპაგანდის ამოცნობის ხერხებზე მასალები ყველა მოქალაქეს ექნებოდა წაკითხული და ადვილად მიხვდებოდა მთავარ ნაწილს, მაგრამ, როგორც აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ ძალიან ზუსტად გვამცნო, დეზინფორმაციასთან მებრძოლი “ენჯეოების” და მედიის დაფინანსების მიზანი სულაც არ ყოფილა დეზინფორმაციასთან ბრძოლა, არამედ პირიქით, მიზანი დამფინანსებლისათვის სასურველი პროპაგანდის წარმოებაა.” – წერს გიორგი აბაშიშვილი სოციალურ ქსელში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,938,566 ნახვა