პოლიტიკა

თამარ ჩიბურდანიძე: ამერიკა-რუსეთი-ჩინეთი ახალ მსოფლიო წესრიგს ქმნიან და თამაშგარე დარჩენილი ევროკავშირი საქართველოსთან ფარატინა რეზოლუციებით ერთობა

„თუკი რამდენიმე თვის წინ ვიღაცას წარმოუდგენლად ეჩვენებოდა ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, დღეს ცხადი უნდა იყოს მათთვის ყველაფერი. გლობალურ პოლიტიკაში ოლიმპიური სიჩქარით ვითარდება პროცესები და ამ ვითარებაში საქართველო პირველად საკუთარ ადგილს იმკვიდრებს,“ – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე.

მისივე თქმით, ევროპარლამენტის მიერ მიღებული ფარატინა რეზოლუციები მხოლოდ ოპოზიციის დარჩება პირად არქივში, როგორც მათი პოლიტიკური მოღვაწეობის „შედევრი“.

„დღეს ბატონმა შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის რეზოლუციაზე თქვა, ჩალის ფასი აქვს ამ ფურცელსო. პირველი შემთხვევაა, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარეს არ ვეთანხმები, რადგან ჩალა ამ ზამთარში ბევრად უფრო ძვირი ღირს, ვიდრე ევროკავშირის უკვე მერამდენე რეზოლუცია. ამ დაძაბულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში რომ ევროპა ქართული ოპოზიციისთვის იცლის, ეს არის უკვე თავად კომიკური ფაქტი. ამერიკა-რუსეთი-ჩინეთი ახალ მსოფლიო წესრიგს ქმნიან და თამაშგარე დარჩენილი ევროკავშირი საქართველოსთან ფარატინა რეზოლუციებით ერთობა. იციან, რისთვისაც არიან განწირულნი და ცდილობენ, საქართველოს, როგორც ამ პროცესების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მონაწილეს, რაღაც ავნონ. თუმცა, უშედეგოდ. სანამ მათი ფასდაკარგული რეზოლუციები რაიმე შედეგს გამოიღებს, მანამდე თავად მოუწევთ სხვისი რეზოლუციების აღსრულება. თუკი რამდენიმე თვის წინ ვიღაცას წარმოუდგენლად ეჩვენებოდა ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, დღეს ცხადი უნდა იყოს მათთვის ყველაფერი. გლობალურ პოლიტიკაში ოლიმპიური სიჩქარით ვითარდება პროცესები და ამ ვითარებაში საქართველო პირველად საკუთარ ადგილს იმკვიდრებს. ეს ფარატინა რეზოლუციები კი დარჩება მხოლოდ ოპოზიციის პირად არქივს, როგორც მათი პოლიტიკური მოღვაწეობის „შედევრი“, – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,937,758 ნახვა