ტრამპი და პუტინი ევროპის ტერიტორიაზე უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ – სად არის ევროკავშირი? ევროკავშირში, გვარამიასა და გირჩი(შარვალჩახდილ) ჯაფარიძესთან ერთად რეზოლუციაზე მუშაობენ, რომლითაც სალომე ზურაბიშვილი ლეგიტიმურ პრეზიდენტად უნდა გამოაცხადონ. ეს უსაზღვრო არაადეკვატურობის მაგალითი ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რომ ევროკავშირი დღეს აღარ არის საერთაშორისო პოლიტიკის სუბიექტი, სრულად არის დაკნინებული და ევროპის ტერიტორიაზე უსაფრთხოების საკითხებს ისე განიხილავენ აშშ და რუსეთი, რომ მაგიდასთან ევროკავშირის ლიდერების ყოფნა აზრადაც კი არ მოსდით, – წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში.
როგორც შაქარიშვილი აღნიშნავს, ევროკავშირი შეუქცევადად აგრძელებს თვითლიკვიდაციის რეჟიმში ყოფნას, რაც საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუციით კიდევ ერთხელ დასტურდება.
„ტრამპი და პუტინი ევროპის ტერიტორიაზე უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ – სად არის ევროკავშირი…? ევროკავშირში, გვარამიასა და გირჩი(შარვალჩახდილ) ჯაფარიძესთან ერთად რეზოლუციაზე მუშაობენ, რომლითაც სალომე ზურაბიშვილი ლეგიტიმურ პრეზიდენტად უნდა გამოაცხადონ. ეს უსაზღვრო არაადეკვატურობის მაგალითი ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რომ ევროკავშირი დღეს აღარ არის საერთაშორისო პოლიტიკის სუბიექტი, სრულად არის დაკნინებული და ევროპის ტერიტორიაზე უსაფრთხოების საკითხებს ისე განიხილავენ აშშ და რუსეთი, რომ მაგიდასთან ევროკავშირის ლიდერების ყოფნა აზრადაც კი არ მოსდით. ევროპის ეს უმძიმესი მდგომარეობა, ბრიუსელის ბიუროკრატიის და წევრი ქვეყნების ხელისუფლებების შეშლილი პოლიტიკის შედეგია. ლგბტ იდეოლოგიით ქრისტიანობის ჩანაცვლებამ, უკონტროლო მიგრაციამ, ულიდერობამ და აშშ-ის წინა ადმინისტრაციის ვასალობამ მიიყვანა ევროპა დეგრადაციის ამ ნიშნულამდე.
საქართველოს ჩათრევაც სურდათ მათივე ხელით გათხრილ სამარეში და ამისთვის ყველანაირი მეთოდი გამოიყენეს. იმედია, ახლა მაინც გავიაზრებთ სათანადოდ, რას გადაარჩინა ჩვენი ქვეყანა ბიძინა ივანიშვილის, მმართველი გუნდის და ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობის გონიერებამ და სიმტკიცემ. იმედია, დავაფასებთ, რომ ქვეყნის პოლიტიკას ბიძინა ივანიშვილი წარმართავდა, რომელმაც უდიდესი მასშტაბის ზეწოლის მიუხედავად არ წაიყვანა საქართველო იმ გზით, რომელიც ზუსტად იცოდა, რომ სრულ კატასტროფამდე მიგვიყვანდა. იმედია, ახლა მაინც დავრწმუნდებით, რომ ევრო-ატლანტიკური ისტერია სასწრაფოდ უნდა დავასრულოთ და ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანების დესაკრალიზაცია საბოლოოდ მოვახდინოთ.
ყველას გვახსოვს, როგორ გვიკიჟინებდნენ ევროკავშირის წარმომადგენლები, ასევე მათი ქართველი აგენტები, რომ უკრაინა იმარჯვებდა და ჩვენ ამ “გამარჯვების” ნაწილი უნდა გავმხდარიყავით, წინააღმდეგ შემთხვევაში “შესაძლებლობების ღია ფანჯარა” დაიხურებოდა… სად არის ეს გამარჯვება?! სად არის დამარცხებული რუსეთი? რა რეალობა გვაქვს დღეს…? არ დაგძრახავდით მხოლოდ იმიტომ, რომ წინასწარ ამის განჭვრეტის ნიჭი და უნარი არ აღმოგაჩნდათ, მაგრამ ყველაფერს რომ აკეთებდით იმ ადამიანისთვის და გუნდისთვის ხელი შეგეშალათ, რომელმაც მოსალოდნელი შედეგი წინასწარ ათასჯერ დაგიღეჭათ, ამის გამო პასუხს ნამდვილად გაგებინებთ! თუ რა შედეგი დადგა, შეგიძლიათ თქვენივე სამშობლოს პრეზიდენტის წერილში ამოიკითხოთ, რომელიც პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ გამოაქვეყნა – აშშ და რუსეთი მჭიდრო თანამშრომლობაზე თანხმდებიან! პრეზიდენტები ურთიერთ-ვიზიტებს გეგმავენ! უკრაინის ომის დასრულების პირობებს ევროკავშირის და ევროპის დიდი ქვეყნების ლიდერების გარეშე განიხილავენ! ამ დროს, უკრაინა განადგურებულია!!! აშშ-ის თავდაცვის მდივანმა გერმანიიდან განაცხადა, რომ უკრაინამ უნდა დაივიწყოს 2014 წლის საზღვრების აღდგენა! რომ უკრაინის NATO-ში გაწევრიანება არარეალისტურია…!
თქვენ ყველაფერს აკეთებდით, რომ ამ გარანტირებული ტრაგედიის ნაწილი ყოფილიყო საქართველო, მაგრამ დღეს ჩვენი ქვეყანა ამაყია, რომ მსოფლიო პოლიტიკის ახალი ტრენდის ნაწილია, რომელიც ათწლეულების ვადით განსაზღვრავს გეოპოლიტიკას. უნდა ითქვას, რომ ჩვენ ამ ტალღას კი არ ავყევით, არამედ მეტიც, ჩვენ წამოვიწყეთ. ერთდროულად პრაგმატული და ღირსეული ქმედებების დამსახურებაა, რომ დღეს საქართველო მნიშვნელოვანი, პატივსაცემი და სანდო პარტნიორის სახელს იმკვიდრებს. ევროკავშირი კი, შეუქცევადად აგრძელებს თვითლიკვიდაციის რეჟიმში ყოფნას, რაც საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუციით კიდევ ერთხელ დასტურდება“, – წერს ვატო შაქარიშვილი.