პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტზე: ამ უაზრო მეექვსე რეზოლუციაში უკვე ვხედავ იმ ადამიანების საზარელ შიშს და სასოწარკვეთას, რომლებიც ცდილობდნენ საქართველოს ომში ჩართვას და ამას ვერ მიაღწიეს

ევროპარლამენტში 13 თებერვალს რეზოლუციას – „საქართველოში პოლიტიკური ვითარების კიდევ უფრო გაუარესების შესახებ” , „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი, დეპუტატი ეკა სეფაშვილი მედიასთან საუბარში გამოეხმაურა და დასძინა, რომ რეზოლუციის პროექტში ქვეყანაში არსებული რეალობა ობიექტურად არ არის შეფასებული და სავსეა არასამართლიანი მოთხოვნებით.

დეპუტატის თქმით, რეზოლუციის პროექტში იკითხება შიში, რაც გამოწვეულია იმით, რომ გლობალური ძალების დაკვეთა საქართველოს ომში ჩართვის შესახებ არ შესრულდა.

„ევროპარლამენტარები თავისას არ იშლიან და ახლა უკვე მეექვსე რეზოლუციას იღებენ, რომელიც სავსეა დამახინჯებული რეალობის აღქმით და არასამართლიანი მოთხოვნებით, რომელსაც არაფერი აქვს საერთო დემოკრატიულ ღირებულებებთან. ამ უაზრო მეექვსე რეზოლუციაში უკვე ვხედავ იმ ადამიანების საზარელ შიშს და სასოწარკვეთას, რომლებიც ცდილობდნენ საქართველოს განვითარების იმ გზიდან გადაეხვია, რომელსაც დღემდე მიჰყვება. ეს რეზოლუცია არის მათი შიშის და სასოწარკვეთის გამოხატულება, რადგან მათ ვერ შეძლეს იმ ამოცანის შესრულება, რომელიც გლობალურმა ძალებმა დაუკვეთეს. ვგულისხმობ საქართველოს ომში ჩართვის მცდელობას. შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მიღებული პირველი რეზოლუცია ყველაზე მწვავედ მიიღო ქართულმა საზოგადოებამ და მათში მტკივნეული და მღელვარე რეაქციები გამოიწვია. და რატომ იყო ასეთ რეაქცია? იმიტომ რომ ქართული საზოგადოებისთვის ევროპაში ინტეგრაცია, ევროპული ღირებულებები, ევროპული დემოკრატია, ევროკავშირის წევრობა არის ის სანუკვარი მიზნები, რის გამოც ჩვენმა წინაპრებმა სისხლი დაღვარეს და რომლის გამოც უკვე რამდენი წელია სახელმწიფო ცდილობს გადადგას ნაბიჯები, გაატაროს რეფორმები, შექმნას და გააძლიეროს ინსტიტუციები.

თუმცა, როდესაც ხალხმა დაინახა, რომ ევროპარლამენტის ეს რეზოლუციები არის უსამართლო, არ ემყარება დემოკრატიულ პრინციპებს, საერთაშორისო ნორმებს და სამართლის პრინციპებს და რაც ყველაზე მთავარია მიმართულია ჩვენი სახელმწიფოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, შეწყვიტა ნერვიულობა და ამ რეზოლუციებს აღარ იღებს სერიოზულად. ამ ყველაფერში გარკვეული როლი პარტია „ხალხის ძალამაც“ შეასრულა,“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,937,758 ნახვა