პოლიტიკა

დონალდ ტრამპი სააგენტო „როიტერს“ – დააბრუნეთ ფული ახლავე!

J

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ სააგენტო „როიტერმა“ აშშ-ის მთავრობისგან ჩარიცხული ფული უკან უნდა დააბრუნოს.

ტრამპი სოციალურ ქსელში აქვეყნებს მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის განცხადებას, სადაც აღნიშნულია: „როგორც ჩანს, რადიკალ მემარცხენე „როიტერს“ თავდაცვის დეპარტამენტმა 9 მილიონი დოლარი გადაუხადა „მასშტაბური სოციალური თაღლითობის“ შესასწავლად“.

განცხადების საპასუხოდ დონალდ ტრამპი წერს: „დააბრუნეთ ფული ახლავე!“

აშშ-ის პრეზიდენტი ასევე წერს, რომ მილიონობით დოლარი გადაუხადეს გამოცემა „პოლიტიკოს“ და სვამს კითხვას, ხომ არ არის ეს პრესის მოსყიდვა? ტრამპის განცხადებით, ეს ფული გადასახადის გადამხდელებს უნდა დაუბრუნდეთ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,937,849 ნახვა