პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: დღეს მიღებული რეზოლუცია, არსებითად არაფერს ცვლის, დადასტურდა ის, რაც ქართულმა საზოგადოებამ ისედაც კარგად იცოდა, საქართველოს არა მხოლოდ გარე, არამედ შიდა მტერი ებრძვის, რომელიც საკუთარი თავის აფიშირებით და სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლით ამაყობს კიდეც

ევროპარლამენტში არაფორმალური მმართველობის შესახებ ყველა ეჭვი გაიფანტა, დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს ევროპარლამენტი, მართული ორგანიზაციაა, რომელიც ნებისმიერი ბრძანების შესასრულებლად მზად არის! ეს არის ევრობიუროკრატებით სავსე დაწესებულება, რომელიც ერთმანეთის მიყოლებით იღებს სამარცხვინო გადაწყვეტილებას და ასამარებს დემოკრატიას! როგორ შეიძლება ვისაუბროთ დემოკრატიაზე, ხოლო პარალელურად უგულებელვყოთ ქართველი ხალხის არჩევანი! – წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, დღეს მიღებული რეზოლუცია, არსებითად არაფერს ცვლის, დადასტურდა ის, რაც ქართულმა საზოგადოებამ ისედაც კარგად იცოდა, საქართველოს არა მხოლოდ გარე, არამედ შიდა მტერი ებრძვის, რომელიც საკუთარი თავის აფიშირებით და სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლით ამაყობს კიდეც.

„ევროპარლამენტში არაფორმალური მმართველობის შესახებ ყველა ეჭვი გაიფანტა, დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს ევროპარლამენტი, მართული ორგანიზაციაა, რომელიც ნებისმიერი ბრძანების შესასრულებლად მზად არის! ეს არის ევრობიუროკრატებით სავსე დაწესებულება, რომელიც ერთმანეთის მიყოლებით იღებს სამარცხვინო გადაწყვეტილებას და ასამარებს დემოკრატიას! როგორ შეიძლება ვისაუბროთ დემოკრატიაზე, ხოლო პარალელურად უგულებელვყოთ ქართველი ხალხის არჩევანი! დღეს მიღებული რეზოლუცია, არსებითად არაფერს ცვლის, დადასტურდა ის, რაც ქართულმა საზოგადოებამ ისედაც კარგად იცოდა, საქართველოს არა მხოლოდ გარე, არამედ შიდა მტერი ებრძვის, რომელიც საკუთარი თავის აფიშირებით და სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლით ამაყობს კიდეც! რეზოლუციის ტექსტში ბევრი ბუნდოვანი განცხადებაა, გაუგებარია ევროპარლამენტის სულისკვეთება, სანაცვლოდ თვალსაჩინოა მათი ორმაგი სტანდარტი, რეზოლუცია მთავრობას მოუწოდებს გაათავისუფლოს ყველა პატიმარი, რომელიც ანტი სამთავრობო აქციის დროს იქნა დაკავებული.

შეგახსენებთ, რომ გერმანიაში რამდენიმე კვირის უკან ერთი ღამის განმავლობაში დაახლოებით 500 ადამიანი დააკავეს, პიროტექნიკის გამოყენების გამო, რომელთა დიდი ნაწილი დღემდე საპატიმრო დაწესებულებაშია. გსმენიათ ევროკავშირის, ევროპარლამენტის, ევროსაბჭოს აღშფოთება? ვინმეს ეს ადამიანები პოლიტპატიმრებად გამოუცხადებია? ან გერმანიის ხელისუფლებისთვის მათი გათავისუფლება მოუთხოვიათ? როცა რევოლუციის ტექსტში ასეთ არასერიოზულ ჩანართს კითხულობ, ხვდები, რომ რეზოლუცია უბრალოდ მაკულატურაა და არა სიღრმისეული ანალიზის შემდეგ მიღებული დოკუმენტი. რეზოლუციაში ცალკე თავი ეთმობა მიხეილ სააკაშვილს და მზია ამაღლობელს, ორ კრიმინალს. სააკაშვილის შემთხვევაში, ჰუმანიტარული მიზნით მის სხვა ქვეყანაში გადაყვანას ითხოვენ. სააკაშვილი თუ სადმე გადაიყვანენ, ეს ციხე იქნება და არა სხვა ქვეყნის სამკურნალო დაწესებულება, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკურნალობის კურსს არ მოითხოვს. რაც შეეხება მზია ამაღლობელს, პოლიციელზე ხელის აღმართვას გამართლება არ აქვს!“ – წერს დავით ჩიხელიძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,937,854 ნახვა