პოლიტიკა

გია ვოლსკი – როგორც შევიტყვეთ, USAID-მა 2024 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებისთვის, შედარებით მოკლე პერიოდში დასახარჯად, ჯამურად 41,7 მილიონი აშშ დოლარი გამოყო

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას USAID-ის მიერ 2024 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებისთვის გამოყოფილ თანხასთან დაკავშირებით.

ამავდროულად, ვოლსკი განმარტავს, აღნიშნული თანხით რისი დაფინანსება მოხდა USAID-ის მხრიდან.

„როგორც შევიტყვეთ, USAID-მა 2024 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებისთვის, შედარებით მოკლე პერიოდში დასახარჯად, ჯამურად 41,7 მილიონი აშშ დოლარი გამოყო. მათ შორის, კარგად დაუკვირდით, დაფინანსებულია:

1. „საქართველოს საარჩევნო და პოლიტიკური პროცესების აქტივობები“, რისთვისაც 26 მილიონი დოლარია გათვალისწინებული.

2. „დემოკრატიული ლიდერული უნარების გაძლიერება პოლიტიკურად აქტიურ ახალგაზრდებს შორის პოლიტიკურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებაში; ანტიდემოკრატიული გავლენების მიმართ მდგრადობა და საარჩევნო ადმინისტრაციის ლიდერობისა და ეფექტურობის გაძლიერება“ და ა.შ. რისთვისაც 15 მილიონ აშშ დოლარზე მეტია გათვალისწინებული.

სასარგებლო პროექტები როგორ არ ხორციელდება და არამარტო საქართველოში, მაგრამ ეს მაქსიმალურად ბუნდოვანი ფორმულირებები სწორედაც რევოლუციური სცენარის განვითარების გეგმაზე მიუთითებენ და ნურც იმას დაგვაბრალებენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების სტიგმატიზაციას ვახდენთ“, – წერს გია ვოლსკი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,937,647 ნახვა