აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი არ შეხვდება გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.
გერმანელმა ოფიციალურმა პირმა POLITICO-ს დაუდასტურა, რომ ორი ლიდერი არ შეხვდება ერთმანეთს გლობალურ კონფერენციაზე, რომელიც პარასკევს იწყება მიუნხენში.
„ეს არის უპატივცემულობა გერმანიის მიმართ“, – განაცხადა გერმანელმა ოფიციალურმა პირმა, რომელიც არ არის შოლცის პარტიიდან.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი შეხვდება გერმანიის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს, რომელიც ცერემონიულ როლს ასრულებს და არ არის მთავრობის წევრი.
Facebook Comments Box