სოროსის ფონდის მოხსენებას თუ წაიკითხავთ, აღმოაჩენთ, რომ ერთ-ერთი მთავარი სამიზნე თქვენ იყავით, საქართველოში მთავრობის შეცვლა უნდოდათ, – განაცხადა ევროპარლამენტარმა ტიერი მარიანიმ გადაცემაში „იმედი LIVE“. მისი თქმით, უცხო ქვეყნები საქართველოს არჩევნებში რეალურად ჩაერივნენ და ეს პროცესი დღემდე გრძელდება.
„აღმოვაჩინეთ, რომ ამერიკამ 41.7 მილიონი დახარჯა არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოში. ჩვენ ვლაპარაკობთ ჩარევაზე საქართველოს შიდა საქმეებში, ეს ეხება არასამთავრობოებს, რომლებიც არიან მარიონეტები, სხვის სურვილებს ასრულებენ და ეს არ არის საიდუმლო. სოროსის ფონდის მოხსენებას თუ წაიკითხავთ, თქვენ აღმოაჩენთ რომ ერთ-ერთი მთავარი სამიზნე თქვენ იყავით, უნდოდათ საქართველოში მთავრობის შეცვლა და სოროსის ფონდი ამერიკულ სააგენტოსთან ერთად მოქმედებდა. ეს რას ანახებს, რომ ამ არჩევნებში ჩარევა რეალური იყო და ეს არ დასრულებულა. მე ვიცი, რომ შეიძლება რუსეთიც ერეოდეს არჩევნებში, მაგრამ როდესაც ვხედავთ მილიონებს, რომელიც თქვენს ქვეყანაში დაიხარჯა სოროსის მხრიდან USAID-ის მიერ, ფულზე როცა ვსაუბრობთ, რომელიც იხარჯებოდა საქართველოში არჩევნების შედეგების შესაცვლელად, ეს აბსოლუტურად მიუღებელია. დემოკრატია გახლავთ ის, რომ არ შეიცვალოს ადამიანების ნება სხვა ქვეყნების მხრიდან თქვენ ქვეყანაში“, – აღნიშნა ტიერი მარიანიმ.