პოლიტიკა

რეზოლუციას დაემატა შესწორება, რომლითაც „ევროპარლამენტი მოუწოდებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, უზრუნველყოს ევროპარლამენტის წევრების შეუფერხებელი წვდომა მიხეილ სააკაშვილთან

რეზოლუციის პროექტში, რომელიც ევროპარლამენტმა დღეს დაამტკიცა, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით შესწორება შევიდა.

კერძოდ, რეზოლუციაში ჩაემატა პუნქტი, რომლის მიხედვითაც, ევროპარლამენტი მოუწოდებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, უზრუნველყოს ევროპარლამენტის წევრების შეუფერხებელი წვდომა მიხეილ სააკაშვილთან.

შესაბამისად, რეზოლუციაში 27-ე მუხლი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: „მტკიცედ იმეორებს თავის გადაუდებელ მოთხოვნას ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლების შესახებ ჰუმანიტარული საფუძვლით, კონკრეტულად, საზღვარგარეთ სამედიცინო მკურნალობის მიღების მიზნით; ხაზს უსვამს, რომ თვითგამოცხადებული ხელისუფლება ატარებს სრულ და უდავო პასუხისმგებლობას ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეზე, ჯანმრთელობაზე, უსაფრთხოებაზე, კეთილდღეობაზე და სრულად უნდა აგოს პასუხი ნებისმიერი ზიანისთვის, რაც მას შეიძლება მიადგეს; მოუწოდებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, უზრუნველყოს, რომ ევროპარლამენტის წევრებს შეუფერხებელი წვდომა ჰქონდეთ მიხეილ სააკაშვილთან“.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,937,640 ნახვა