პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: „დიფ სთეითის“ მართული ევროპარლამენტისა და მის რეზოლუციების სერიოზულად აღქმა არათუ ძნელია, არამედ აბსოლუტურად შეუძლებელია – ახლა ევროპელების შანსი ისაა, რომ პატრიოტებმა შეძლონ ევროპის შებღალული ავტორიტეტის გადარჩენა

ყველას გვახსოვს, როგორ ქირქილებდნენ ცალკე აქაურები და ცალკე იქაურები, როდესაც ვინმე გლობალურ ომის პარტიას თუ „დიფ სთეითს“ ახსენებდა, აბა სად არის, რას იგონებთო. ახლა როცა დონალდ ტრამპი და მის ადმინისტრაცია ამას ამბობენ ცოტა მოუჭირეს, თუმცა, საკმარისი მუხრუჭები მაინც არ აღმოაჩნდათ, – წერს “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, „დიფ სთეითის“ მართული ევროპარლამენტისა და მის რეზოლუციების სერიოზულად აღქმა არათუ ძნელია, არამედ აბსოლუტურად შეუძლებელია, ევროპელების გადარჩენის შანსი კი პატრიოტების გაძლიერებაა.

“ყველას გვახსოვს, როგორ ქირქილებდნენ ცალკე აქაურები და ცალკე იქაურები, როდესაც ვინმე გლობალურ ომის პარტიას თუ „დიფ სთეითს“ ახსენებდა, აბა სად არის, რას იგონებთო. ახლა როცა დონალდ ტრამპი და მის ადმინისტრაცია ამას ამბობენ ცოტა მოუჭირეს, თუმცა, საკმარისი მუხრუჭები მაინც არ აღმოაჩნდათ. შესაბამისად სწორედ „დიფ სთეითის“ მართული ევროპარლამენტისა და მის რეზოლუციების სერიოზულად აღქმა არათუ ძნელია, არამედ აბსოლუტურად შეუძლებელია. დღეს ვხედავთ რომ აშშ-ში „დიფ სთეითის“ წინააღმდეგ დონალდ ტრამპს უკომპრომისო ბრძოლა აქვს გამოცხადებული, ცხადია მისი გამარჯვება უაღრესად მნიშვნელოვანია. ევროპასაც იმავეს ვუსურვებთ, სანამ „დიფ სთეითი“ მათ გაანადგურებს, იქნებ და რამენაირად რომ თავი დააღწიოს მათ მავნე ზეგავლენას, წინააღმდეგ შემთხვევაში რაღაც გაურკვეველ ჭაობში რომ მიექანებიან ცხადია. ახლა ევროპელების გადარჩენის შანსი ისაა, რომ პატრიოტებმა შეძლონ ევროპის ძალიან შებღალული ავტორიტეტის გადარჩენა.” – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,937,758 ნახვა