დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ სააგენტო „როიტერმა“ აშშ-ის მთავრობისგან ჩარიცხული ფული უკან უნდა დააბრუნოს.
ტრამპი სოციალურ ქსელში აქვეყნებს მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის განცხადებას, სადაც აღნიშნულია: „როგორც ჩანს, რადიკალ მემარცხენე „როიტერს“ თავდაცვის დეპარტამენტმა 9 მილიონი დოლარი გადაუხადა „მასშტაბური სოციალური თაღლითობის“ შესასწავლად“.
განცხადების საპასუხოდ დონალდ ტრამპი წერს: „დააბრუნეთ ფული ახლავე!“
აშშ-ის პრეზიდენტი ასევე წერს, რომ მილიონობით დოლარი გადაუხადეს გამოცემა „პოლიტიკოს“ და სვამს კითხვას, ხომ არ არის ეს პრესის მოსყიდვა? ტრამპის განცხადებით, ეს ფული გადასახადის გადამხდელებს უნდა დაუბრუნდეთ.
Facebook Comments Box