უცხოური მედია

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ NED-ს დაფინანსება შეუჩერა

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ „დემოკრატიის ეროვნულ ფონდს“ (NED) დაფინანსება შეუჩერა. აშშ-ის „მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის“ ბრძანებით, სახაზინო დეპარტამენტმა უარი განაცხადა თანხების გაცემაზე.

„დემოკრატიის ეროვნულ ფონდს“ და მის ფილიალებს 2025 ფისკალური წლისთვის 315 მილიონი დოლარი ჰქონდათ გამოყოფილი.

ფონდში აცხადებენ, რომ ვერ გადაიხდიან ხელფასებს და ვერ დაფარავენ მთავარ ხარჯებს.

ფონდი 1983 წელს ორპარტიული მხარდაჭერით და ასევე, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, რონალდ რეიგანის მხარდაჭერით შეიქმნა. ამერიკული მედიის შეფასებით, ცივი ომის შემდეგ ფონდმა გააფართოვა თავისი მისია დაშლილი საბჭოთა ბლოკის მიღმა და გრანტები გასცა პროდემოკრატიული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ირანში, ჩინეთში, ვენესუელასა და კუბაში, კვლავ გამოიყენა ადგილობრივი მოქალაქეების მხარდაჭერის სტრატეგია, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ ავტორიტარულ სისტემებს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,937,772 ნახვა