Uncategorized

დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც უწყებებს ავალებს, ითანამშრომლონ მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტთან თანამშრომლების შემცირებასა და მათი დაქირავების შეზღუდვის საკითხზე

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც უწყებებს ავალებს, ითანამშრომლონ მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტთან თანამშრომლების შემცირებასა და მათი დაქირავების შეზღუდვის საკითხზე.

მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დაინტერესებულია მაღალი ხელფასის მქონე ფედერალური თანამშრომლების საქმის გამოძიებით. მასკმა აღნიშნული თანამშრომლები გადასახადის გადამხდელთა ხარჯზე გამდიდრებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მათი საქმის შესწავლა სურს.

ამასთან, დონალდ ტრამპმა გამოთქვა უკმაყოფილება მოსამართლეების მიმართ, რომლებიც, მისი თქმით, სახელმწიფო ხარჯების შემცირების მცდელობებს აფერხებენ.

„ალბათ მოსამართლეების საკითხსაც უნდა გადავხედოთ“, – განაცხადა ტრამპმა.

მასკის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილებებს იღებდნენ ხალხის მიერ არჩეული წარმომადგენლები და არა დიდი ბიუროკრატიული აპარატი.

ამასთან, მასკმა აღნიშნა, რომ ხარჯების შემცირების გარეშე შეერთებული შტატები „გაკოტრების საფრთხის წინაშე დგას“.

„ფედერალური ხარჯების შემცირება არ არის არჩევანის საკითხი, ეს აუცილებელია. ეს აუცილებელია ამერიკის გადახდისუნარიანობის შესანარჩუნებლად. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ამერიკას ჰქონდეს საჭირო რესურსები თავისი მოქალაქეების უზრუნველსაყოფად და არ იყოს მხოლოდ უზარმაზარი ვალების მომსახურებაზე დამოკიდებული“, – განაცხადა მასკმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,937,089 ნახვა