უდიდესი მოვლენა, რომელიც ოდესმე გადამხდენია ცხოვრებაში, – ასე აფასებს ჰოლივუდის ვარსკვლავი არმი ჰამერი მასზე გავრცელებულ ხმებს იმის თაობაზე, რომ ის კანიბალიზმითაა გატაცებული.
ცნობისთვის, ჰამერი კანიბალიზმში 2021 წელს დაადანაშაულეს, როდესაც უცნობი ქალისა და ამერიკელი მსახიობის არმი ჰამერის მიმოწერა გავრცელდა. ინსტაგრამზე House of Effie-ის სახელით დარეგისტრირებულ მომხმარებლის და ვარსკვლავის მიმოწერაში კანიბალიზმის შემცველი ტექსტი იკითხებოდა. მიმოწერის ავთენტურობის დასადასტურებლად House of Effie-მ ტატუირებული ხელის ფოტო გამოაქვეყნა. ანალოგიური ტატუ აქვს არმი ჰამერსაც.
ჰამერის თქმით, შეტყობინებები კონტექსტიდან იყო ამოგლეჯილი და ნაწყვეტებად გადმოცემული. ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა ჰამერი კანიბალი, მან უპასუხა, რომ „ამისთვის საჭიროა ადამიანის ხორცის შეჭმა, ასე რომ – არა“.
როგორც მან აღნიშნა, მსგავსი სურვილი არასოდეს გასჩენია, თუმცა ერთხელ, როდესაც ის პირველად მეგობრებთან ერთად სანადიროდ წავიდა, ცხოველის გულის პატარა ნაწილი გასინჯა, რაც „მამაკაცების ერთგვარი რიტუალი იყო“. ჰამერმა დააკონკრეტა, რომ მას მთლიანი გული არ უჭამია, როგორც ამას აქამდე ტაბლოიდები წერდნენ.