აშშ-ში დაიწყეს გამელოტების საწინააღმდეგო ახალი პრეპარატის გამოცდა, რომელიც კომანია Veradermics-მა შეიმუშავა. არაჰორმონალურმა საშუალებამ, რომელსაც აბების ფორმა აქვს, უნდა გადაჭრას გამელოტების პრობლემა ისეთი გვერდითი მოვლენების გარეშე, როგორიცაა თავბრუსხვევა, პოტენციასთან დაკავშირებული პრობლემები და დეპრესია.
პირველი ცდის მონაწილეებს ახალი თმა აბების მიღებიდან 2 თვეში ამოუვიდათ.
ამჟამად კომპანიას ცდებისთვის 500-მდე მოხალისე ჰყავს , რომელთა ასაკია 18-64 წელი. თუ ყველაფერი დადებითად ჩაივლის, ერთ წელიწადში პრეპარატის ოფიციალური წარმოება დაიწყება.
ექიმმა ნილ სადიკმა, რომელიც სამედიცინო კოლეჯ Weill Cornell-ში მოღვაწეობს, ახალ პრეპარატს თმის ცვენასთან ბრძოლაში სერიოზული გარღვევა უწოდა. მიმდინარე წელს კომპანია მედიკამენტს ქალებზეც გამოცდის.
Facebook Comments Box