პოლიტიკა

ჩვენი მთავრობის მიზანია, საქართველო გახდეს თანამედროვე ტექნოლოგიური ჰაბი, სადაც მაღალკვალიფიციურ პროფესიონალებს ექნებათ იდეალური პირობები დისტანციური მუშაობისთვის – ვახტანგ თურნავა​

“ჩვენი მთავრობის მიზანია, საქართველო გახდეს თანამედროვე ტექნოლოგიური ჰაბი, სადაც მაღალკვალიფიციურ პროფესიონალებს ექნებათ იდეალური პირობები დისტანციური მუშაობისთვის, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა ვახტანგ თურნავამ განაცხადა.

მისი თქმით, 2030 წლის სტრატეგიული განვითარების ხედვის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ტექნოლოგიური სფეროს წინსვლას, რაც ქვეყნის ეკონომიკური მდგრადობისა და ინოვაციების
განვითარების წინაპირობაა.

“აღნიშნული მიზნის მისაღწევად, ბოლო წლებში არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი
გადაიდგა:

1. საერთაშორისო სტატუსის მქონე ტექ კომპანიებისთვის გამარტივდა ქვეყანაში
რეგისტრაცია და საგადასახადო განაკვეთი განისაზღვრა 5%-ით;

2. პროგრამისტი ფიზიკური პირი ნაცვლად 20%-იანი საშემოსავლო
გადასახადისა, ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირების გზით იბეგრება
1%-ით (500 000 ლარამდე წლიური შემოსავლის შემთხვევაში, 500 000 ლარის
ზევით 3%-ით);

3. ტექ. სფეროში მომუშავე უცხოელი მაღალი კვალიფიკაციის
პროფესიონალებისთვის გამარტივდა ბინადრობის უფლების მოპოვება;

4. საერთაშორისო რეიტინგებში ქვეყანამ გაიუმჯობესა მაჩვენებელი და დღეს
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხოა ჩვენთან ცხოვრება.

ამ ყველაფრის შედეგად, ბოლო სამ წელში საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების სექტორი გახდა ყველაზე მაღალანაზღაურებადი სფერო საქართველოში – საშუალოდ 7000 ლარიანი ხელფასით თვეში. ხოლო, დასაქმების მაჩვენებელი ყველაზე სწრაფად სწორედ IT მიმართულებით იზრდება.

მნიშვნელოვანია, აღნიშნული პროგრესის არამხოლოდ შენარჩუნება, არამედ განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლა. ამისთვის კი, საჭიროა ძლიერი საინფორმაციო კამპანია გლობალური მასშტაბით, მსოფლიოს უმსხვილეს კომპანიებთან პირდაპირი მოლაპარაკებების წარმოება და არამხოლოდ ადგილობრივი კადრების გაზრდაზე ზრუნვა, არამედ უცხოელების მოზიდვა, რათა მარტივად და სწრაფად შეძლონ
საქართველოში გადმოსვლა, ბინადრობის უფლების მოპოვება და აქედან დისტანციურად მუშაობა”, – განაცხადა თურნავამ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,937,299 ნახვა