ილონ მასკმა და ინვესტორების ჯგუფმა განაცხადეს, რომ მზად არიან OpenAI იყიდონ $97,4 მილიარდად,-ამის შესახებ The Wall Street Journal იუწყება.
მასკმა განაცხადა, რომ სურვილი აქვს, OpenAI-ს დაუბრუნოს მისი პირველი დანიშნულება- იყოს ღია ორგანიზაცია, რომელიც საზოგადოების სასიკეთოდ იმუშავებს. თუმცა, OpenAI-ს გენერალურმა დირექტორმა სემ ალტმანმა შეთავაზებას ირონიული პოსტით უპასუხა და მასკს საპასუხო წინადადება შესთავაზა. მისი თქმით, მზად არის, სოციალური ქსელი Х შეიძინოს $9,74 მილიარდად. პასუხად მასკმა მას თაღლითი უწოდა.
ამასთან, მასკს OpenAI-ს წინააღმდეგ უკვე აქვს შეტანილი სარჩელი. მილიარდერი კომპანიას ბრალს სდებს მისი პირვანდელი დანიშნულებიდან გადახვევაში და კომერციულ გიგანტად გადაქცევაში. მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი აპირებს, ხელი შეუშალოს OpenAI-ს, არაკომერციული ორგანიზაციიდან გადაიქცეს კომერციულ კორპორაციად სახელმწიფოს მონაწილეობით.
![](https://i0.wp.com/www.infopostalioni.com/wp-content/uploads/2025/02/477505267_1014653090709582_6847820777895968520_n.jpg?resize=592%2C372&ssl=1)