მეცნიერება

აშშ-ში გამელოტების საწინააღმდეგო ახალი პრეპარატი შეიმუშავეს, რომელსაც გვერდითი მოვლენები არ ახლავს

აშშ-ში დაიწყეს გამელოტების საწინააღმდეგო ახალი პრეპარატის  გამოცდა, რომელიც კომანია Veradermics-მა შეიმუშავა. არაჰორმონალურმა საშუალებამ, რომელსაც აბების ფორმა აქვს,  უნდა გადაჭრას გამელოტების პრობლემა ისეთი გვერდითი მოვლენების გარეშე, როგორიცაა თავბრუსხვევა, პოტენციასთან დაკავშირებული პრობლემები და დეპრესია.

პირველი ცდის მონაწილეებს ახალი თმა აბების მიღებიდან 2 თვეში ამოუვიდათ. 

ამჟამად კომპანიას ცდებისთვის 500-მდე მოხალისე ჰყავს , რომელთა ასაკია 18-64 წელი. თუ ყველაფერი დადებითად ჩაივლის, ერთ წელიწადში პრეპარატის ოფიციალური წარმოება დაიწყება.

ექიმმა ნილ სადიკმა, რომელიც სამედიცინო კოლეჯ Weill Cornell-ში მოღვაწეობს, ახალ პრეპარატს თმის ცვენასთან ბრძოლაში სერიოზული გარღვევა უწოდა. მიმდინარე წელს კომპანია მედიკამენტს ქალებზეც გამოცდის. 

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,937,104 ნახვა