პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი – ამას ვამბობ, როგორც თანამედროვე ქართული სახელმწიფოს ფუძემდებელი- რუსეთისგან საფრთხე ემუქრებათ სომხეთს და საქართველოს, სასწრაფოდ თუ არ გამოვცვალეთ ეს რეჟიმი, სახელმწიფოებრიობასაც მოეღება ბოლო

სასწრაფოდ თუ არ გამოვცვალეთ ეს რეჟიმი, უკვე არის დიქტატურა და სახელმწიფოებრიობასაც მოეღება ბოლო. ამას ვამბობ, როგორც თანამედროვე ქართული სახელმწიფოს შემქმნელი და ფუძემდებელი, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.

სააკაშვილის თქმით, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ, რუსეთისგან საფრთხე ემუქრება საქართველოს და სომხეთს.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, „დიდი საფრთხეა, რომ განხორციელდება საქართველოს სრული სამხედრო ოკუპაცია და საქართველოს გავლით სომხეთის ოკუპაცია“.

„მინდა, გითხრათ მწარე სიმართლე, რის წინაშეა დღეს საქართველო. უკრაინაში შესაძლოა, ცეცხლი შეწყდეს, მაგრამ ძალიან კარგად ვიცნობ რუსეთის რეალობას და რუსეთი ვერ გააჩერებს თავის სამხედრო მანქანას. მას ძალიან დასჭირდება რაიმე სახის სამხედრო კამპანიის წარმოება, რადგან ამ კამპანიების გარეშე რუსეთის სახელმწიფო ჩამოიშლება. სად შევა რუსეთი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ. ბალტიის ქვეყნებში ალბათ არა, რადგან ნატო-ს ქოლგაა და პრეზიდენტი ტრამპი ამას არ გაატარებს. აზერბაიჯანს ჰყავს სერიოზული არმია და ზურგს უმაგრებს თურქეთი. ყაზახეთში არა, იმიტომ, რომ იქაც ჩინეთის ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია და ჩინეთი ამას არ დაუშვებს. რჩება მხოლოდ ორი ქვეყანა – საქართველო და სომხეთი. სომხეთი იმიტომ, რომ ვერ დაალაგა აზერბაიჯანთან და თურქეთთან ურთიერთობა და ძალიან დაუცველია, დიდხანს დასჭირდა პოლიტიკური ორიენტირების გარკვევა და დრო დაკარგა. საქართველო იმიტომ, რომ ჩვენ ვართ სრულიად უპატრონოდ დარჩენილი. ყველა ჩვენი შესაძლო მხარდამჭერი და მეგობარი გადავიკიდეთ, მათი მხარდაჭერის გარეშე დავრჩით. ჩვენი არმია გაანადგურეს, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ღირსეული სამხედრო გვყავს, ჩვენი სამხედრო წარმოება გააჩერეს და გაანადგურეს ჩემ მიერ შექმნილი. ამგვარად, როგორც კი უკრაინაში ცეცხლი  შეწყდება, ძალიან დიდი საფრთხეა, რომ განხორციელდება საქართველოს სრული სამხედრო ოკუპაცია და საქართველოს გავლით სომხეთის ოკუპაცია. ეს არის დღევანდელი საფრთხე. ჩვენ ვართ სრულიად უპატრონოები. ოლიგარქიის გამო ლანგარზე რუსეთისთვის მისართმევად. სასწრაფოდ თუ არ შევცვალეთ სიტუაცია, თუ სასწრაფოდ არ გამოვცვალეთ ეს რეჟიმი, საქართველოს დამოუკიდებლობა ბოლო თვეებს ითვლის. საქართველოს დამოუკიდებლობას დაესვა წერტილი, უკვე არის დიქტატურა და სახელმწიფოებრიობასაც მოეღება ბოლო. მე ამას ვამბობ, როგორც თანამედროვე ქართული სახელმწიფოს შემქმნელი და ფუძემდებელი. ჩემს ამ გამოსვლას ოპოზიციური ტელევიზიების უმრავლესობა არ გადასცემს და პოლიტიკოსების უმრავლესობა დააიგნორებს, მაგრამ ჩვენ გვაქვს სოციალური ქსელები, უნდა გადავაზიაროთ სოციალურ ქსელებში და გავაფრთხილოთ ჩვენი ხალხი“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,937,511 ნახვა