საზოგადოება

გურამ მაჭარაშვილი: აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დაამტკიცა, რომ USAID ფულს ხარჯავდა სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, რომ სურვილის შემთხვევაში ხელისუფლება უკანონოდ შეეცვალათ, მეორე ფრონტი გაეხსნათ და ა.შ.

x

USAID ფულს ხარჯავდა სხვადასხვა ქვეყანაში, რომ სურვილის შემთხვევაში ხელისუფლება უკანონოდ შეეცვალათ, ამისთვის იყენებდნენ თავიანთ აგენტურას, – განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო ოპოზიციის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა.

„მიზანი რა იყო აქაური ენჯეოების უმრავლესობის, ეს ჩვენს გარდა ახსნა ძალიან კარგად ამერიკულმა საზოგადოებამ, დღევანდელმა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, რომლებმაც ფაქტებით დაუდასტურეს და დაუმტკიცეს USAID-ს, რომ ფულს ხარჯავდა სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, რომ სურვილის შემთხვევაში ხელისუფლება უკანონოდ შეეცვალათ, კანონმდებლობა შეეცვალათ, კაცების ქორწინება დაეკანონებინათ, მეორე ფრონტი გაეხსნათ და ა.შ. ამისთვის იყენებდნენ თავიანთ აგენტურას. იგივე საქართველოში ენჯეო სექტორის უმრავლესი რაოდენობა, რომლებიც არც უარყოფდნენ, რომ იყვნენ უცხოური ძალების წარმომადგენლები და იქიდან ფინანსდებოდნენ“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,937,229 ნახვა