პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: USAID-ის მიერ დაფინანსებული აგენტურის ქართული ნაწილი ემსახურება “დიფ სთეითს”, “დიფ სთეითი” – ოლიგარქიულ გავლენებს, აგენტურა საქართველოში მარცხდება, ქართველი ხალხი და მშვიდობა იმარჯვებს

USAID-ის მიერ დაფინანსებული აგენტურის ქართული ნაწილი ემსახურება დიფ სთეითს, დიფ სთეითი – ოლიგარქიულ გავლენებს, – წერს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, დღევანდელი მოცემულობით, “დიფ სთეითისა” და USAID-ის აგენტურა საქართველოში მარცხდება, მათ შორის, მკაცრი სამართლებრივი რეგულაციებით, შესაბამისად, ისევ ქართველი ხალხი და მშვიდობა იმარჯვებს.

“მათთვის, ვინც ჯერ კიდევ ვერ გაერკვა ნაც.აგენტურის და მისი პატრონების სუბორდინაციაში: USAID-ის მიერ დაფინანსებული აგენტურის ქართული ნაწილი ემსახურება დიფ სთეითს, დიფ სთეითი – ოლიგარქიულ გავლენებს. რაც შეეხება დღევანდელ მოცემულობას: დიფ სთეითისა და USAID-ის აგენტურა საქართველოში მარცხდება, მათ შორის მკაცრი სამართლებრივი რეგულაციებით. შესაბამისად, ისევ ქართველი ხალხი და მშვიდობა იმარჯვებს. არ იქნება სამართალი, – არ იქნება მშვიდობა! ცეცხლი ოლიგარქიას! ოლეე, ოლაა-ზე იხ. პრემიერის დღევანდელი კომენტარი” – წერს მამუკა მდინარაძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,935,995 ნახვა