Uncategorized

„ჰამასმა“ დაასახელა სამი მძევლის ვინაობა, რომლებსაც დღეს გაათავისუფლებს

„ჰამასმა“ დაასახელა სამი მძევლის ვინაობა, რომლებსაც დღეს გაათავისუფლებს, – ინფორმაციას BBC ავრცელებს.

სანაცვლოდ ისრაელმა საპატიმროებიდან 180-ზე მეტი პალესტინელი პატიმარი უნდა გაათავისუფლოს.

სამივე ისრაელელი მძევალი მამაკაცია – 53 წლის ელი შარაბი, 56 წლის ოჰად ბენ-ამი და 34 ელის ორ ლევი. მათი სახელები ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისმა და „მძევლების ოჯახების ფორუმმა“ დაადასტურეს. გათავისუფლების ზუსტი დრო, ჯერჯერობით, ცნობილი არ არის.

ორ ლევი და მისი ძმა იოსი Nova-ს ფესტივალიდან გაიტაცეს, მისი ცოლი და ქალიშვილები კი მოკლეს. ცნობილია, რომ მას შემდეგ იოსი დაიღუპა და მისი ცხედარი „ჰამასს“ ჰქონდა.

ელი შარაბი და ოჰად ბენ-ამი კი კიბუცა ბეერიდან გაიტაცეს, რომელიც თავდასხმის ერთ-ერთი სამიზნე იყო.

დღევანდელი გაცვლა რიგით მეხუთე იქნება მას შემდეგ, რაც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 19 იანვარს ძალაში შევიდა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,935,816 ნახვა