დონალდ ტრამპმა კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელსა და აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ილონ მასკს პენტაგონის ხარჯების შესწავლა დაავალა, – იუწყება CNN-ი.
შესაბამისი აუდიტის ჩატარებაზე პენტაგონში სწორედ მასკი იქნება პასუხისმგებელი.
„მე დავავალე მას [ილონ მასკს] შეამოწმოს განათლება, პენტაგონი, რომელიც სამხედრო უწყებაა. და, იცით, სამწუხაროდ, თქვენ იპოვით საკმაოდ ცუდ რაღაცებს“, – განაცხადა ტრამპმა და აღნიშნა, რომ დაავალა მასკს დაკავდეს ისეთი სფეროებით, როგორებიცაა განათლება, სამხედრო მიმართულება და სხვა სფეროებით, სადაც თაღლითობას, თანხების გაფლანგვას და სხვა დარღვევებს აქვს ადგილი.
ტრამპმა აღნიშნა, რომ აშშ-ს მთავრობა გაივლის ყველაფერ იმას, რაც ახლახან გაიარა, როდესაც ადამიანების 97% სამსახურიდან დაითხოვეს. ის სავარაუდოდ USAID-ის თემას გულისხმობდა, აღნიშნავს გამოცემა.