Uncategorized

ნანა კაკაბაძე საკანონმდებლო ცვლილებებზე: დემოკრატია კანონების სიმკაცრით კი არა, მათი სამართლიანი გამოყენებით იზომება, თორემ სიმკაცრით რომ იზომებოდეს, ამერიკაში დიქტატურა ყოფილა. აგერ, სიკვდილით დასჯაც თითქმის მხოლოდ იქ არის შემორჩენილი

საქართველოში ბოლო პერიოდის საკანონმდებლო ცვლილებები გამოწვეულია ერთის მხრივ, ტრამპის და მასკის მხრიდან USAID-ის შეფასებებით, რომ ის ძირითადად ლგბტ და სახელმწიფო გადატრიალებების მიმართულებებს აფინანსებდა და თანაც ლამის ყველაზე გაუმჭვირვალე ორგანიზაცია ყოფილა, მეორე მხრივ კი, ქვეყანაში ახალი ტიპის დანაშაულების სიმრავლით, პოლიციელებზე მოლოტოვის კოქტეილების სროლებიდან და სახის ნიღბებით დაფარვიდან დაწყებული და პოლიციელისთვის სილის გაწვნით დამთავრებული, – წერს სოციალურ ქსელში „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ნანა კაკაბაძე.

იგი საკანონმდებლო ცვლილებების აუცილებლობას აღნიშნავს და წერს, რომ „დღევანდელმა მდგომარეობამ აშკარად გააჩინა დაუსჯელობისა და კანონისადმი უპატივცემულობის განცდა”.

„რამდენად „სასტიკია“ საკანონმდებლო სიახლეები?

დიდი ამბებია ატეხილი ნაც-მედიაში ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის ქართულ კანონმდებლობებში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

აქამდე იმდენად ღრმა და ყოვლისმომცველი იყო დღევანდელი ხელისუფლების შეფასებები („დიქტატურა“, „ტოტალიტარიზმი“, „ტირანია“, „არალეგიტიმურობა“, „უზურპატორობა“, „პრო-რუსობა“, „პრო-ირანელობა“, „პრო-ჩინურობა“ და ა. შ.), რომ ამ ბოლო „სადისტური“ ცვლილებების შემდეგ შესადარებელიც აღარაფერი დარჩა, მაგრამ ვიღაცამ მაინც გამონახა უფრო უარესი – თურმე ჩრდილო-კორეულ რეჟიმსაც კი გაუსწრო „ოცნების“ ხელისუფლებამ.

მოკლედ, ჩვენი ოპოზიცია ვერ ჩამოყალიბებულა, მსოფლიოში ყველაზე საშინელი რეჟიმი უკვე დამყარდა საქართველოში, თუ ჯერ კიდევ მიმდინარეობს ეს პროცესი და უკიდურესი ზღვარი ჯერ არ არის გადალახული.

მათი ასეთი შეფასებები ისეთივე სიმართლეა, როგორც „არჩევნების გაყალბება 300-400 ათასი ხმით“, „უკრაინის მიერ რუსეთთან ომის მოგება“, „ქართული ხელისუფლების სრულ იზოლაციაში ყოფნა (ვენესუელა-სირია-ნიკარაგუას და ჩინეთის მეტი არავინ აღიარებს) და მისი დღე-დღეზე ჩამოქცევის“ მოლოდინი, „საქართველოს მოსახლეობის 80%-ის ხელისუფლების ოპოზიციაში ყოფნა“ და ა. შ.

მოკლედ, ამ ჩვენმა „უკიდეგანოდ დიქტატორულმა და ტოტალიტალურმა“ სახელმწიფომ უდიქტატორულესი კანონები მიიღო და ასეთივე ახალი კანონების მიღებაც დააანონსა.

ჯერ დაანონსებულზე ვთქვათ ორიოდე სიტყვა. თურმე ეს დესპოტები „რუსულ კანონად“ შეფასებული გამჭვირვალობის კანონის ნაცვლად ამერიკული „ფარას“ კანონის ქართულად კოპირებას, ხოლო მედიასთან დაკავშირებით ინგლისის კანონმდებლობის გადმოტანას აპირებენ.

“რას ჰქვია, ლამის 100 წლის წინათ მიღებულ ამერიკული კანონის მიღება უნდათ, ის ხომ სხვა დროში მიიღეს და აღარ ასახავს დღევანდელ რეალიებს“?! – გაკვირვებულები კითხულობენ ოპო „ტოპ-ტვინები“ და ავიწყდებათ, რომ კონსტიტუცია უფრო ადრე მიიღეს ამერიკელებმა, მაგრამ მცირე შესწორებებით დღესაც მშვენივრად მუშაობს და თუ „ფარას“ კანონს დროის მოთხოვნის შესაბამისად რაიმე ცვლილება სჭირდებოდა, ალბათ დღემდე შეიტანდნენ, თორემ რატომ მუშაობს დღესაც ეფექტურად ეს კანონი ამერიკაში?

მედიისადმი ბრიტანული კანონმდებლობით მიღებული ჩარჩოების აქ გადმოტანაზე ჩვენი „ძაან დემოკრატები“ იმას იწუნებენ, რომ იქ კარგი ხელისუფლებაა და კანონს სასიკეთოდ იყენებს, აქ კი „ხიხია“ ხელისუფლება გვყავს და ნებისმიერ კარგ კანონს ცუდად გამოიყენებსო.

კარგი იყო მიშას ხელისუფლება, მხოლოდ კარგი კანონები რომ ჰქონდა და ყველაფერს მხოლოდ ხალხის კეთილდღეობისთვის იყენებდა, იმიტომაც დაარქვეს დემოკრატიის შუქურაო. აი, ეს არის მათი ლოგიკა.

ისე, დემოკრატია კანონების სიმკაცრით კი არა, მათი სამართლიანი გამოყენებით იზომება, თორემ სიმკაცრით რომ იზომებოდეს, ამერიკაში დიქტატურა ყოფილა. აგერ, სიკვდილით დასჯაც თითქმის მხოლოდ იქ არის შემორჩენილი (უმრავლეს შტატებში), საბჭოთა კავშირს კი ერთ-ერთი ყველაზე დემოკრატიული კონსტიტუცია და კანონები ჰქონდა (გამოხატვის თავისუფლების გამოკლებით), მაგრამ რეალურად არადემოკრატიული და ტოტალიტარული სახელმწიფო იყო.

საქართველოში ბოლო პერიოდის საკანონმდებლო ცვლილებები გამოწვეულია ერთის მხრივ, ტრამპის და მასკის მხრიდან USAID-ის შეფასებებით, რომ ის ძირითადად ლგბტ და სახელმწიფო გადატრიალებების მიმართულებებს აფინანსებდა და თანაც ლამის ყველაზე გაუმჭვირვალე ორგანიზაცია ყოფილა, მეორე მხრივ კი, ქვეყანაში ახალი ტიპის დანაშაულების სიმრავლით, პოლიციელებზე მოლოტოვის კოქტეილების სროლებიდან და სახის ნიღბებით დაფარვიდან დაწყებული და პოლიციელისთვის სილის გაწვნით დამთავრებული. სწორედ ამ სიახლეების პრევენციების დარეგულირებაა საჭირო კანონით (და არა თვითნებურად), ვინაიდან კანონი საზღვრავს გამოყენების ჩარჩოებს.

ჩვენი „ტოპ-ტვინები“ კი იმას ამტკიცებენ, პოლიციელზე სილის გაწვნა სისხლის სამართლის დანაშაულად არ უნდა ჩაითვალოსო, ალბათ არც პოლიციელისთვის პანჩურის ამორტყმა ან თავში წამორტყმა (მერე რა, ხომ არ ეტკინება, მით უმეტეს ქალისგანო) და ეს უნდა ცხოვრების წესად ვაქციოთო. ანდა, თუ მთელი ქვეყნის დასანახად მოქალაქე ასე მოექცევა პოლიციელს, იმის დასამტკიცებლად, რომ უსამართლოდ დააკავეს, უნდა იშიმშილოს და ამის გამო თუ არ გაათავისუფლებენ, ხელისუფლებას ტირანული, დიქტატორული და არაადამიანური უნდა ვეძახოთო.

დღევანდელმა მდგომარეობამ აშკარად გააჩინა დაუსჯელობისა და კანონისადმი უპატივცემულობის განცდა, რამაც ასახვა ჰპოვა როგორც მოსახლეობის დაცულობაზე (უფრო სწორად, დაუცველობაზე), ასევე ხელოვნურად ისეთი სახის დისკომფორტის შექმნაზე, რომელიც გამოწვეულია, არა აუცილებლობით, არამედ საზოგადოებისა და კანონისადმი უპატივცემულობით.
ისინი არც მალავენ რომ მათი ასეთი ქმედებების მიზანი ტურიზმის ჩავარდნაა, რამაც მრავალი ბიზნესი უნდა დააზარალოს და მთლიანად ეკონომიკა ჩამოაქციოს, ასევე ასახვა ჰპოვოს ინვესტიციებზე და ქვეყანას აღარ ჰქონდეს უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი. ამ გზაზე მათ გარკვეულ წარმატებებს უკვე მიაღწიეს და ეხლა ითხოვენ, ხელს ნუ გვიშლით ხელისუფლების ჩამოქცევაში და ქვეყნის დანგრევაში, მერე ჩვენ მოვალთ და დანგრეულს ავაშენებთო.

შეკრებებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაზე აპელირებენ და არ იციან, რომ ეს უფლება არ შეიძლება აბსოლუტური იყოს, და არც არის აბსოლუტური. ან იციან, რომ არ შეიძლება სხვისი თავისუფლების შელახვა, მაგრამ თავის მრევლს ატყუებენ და საწინააღმდეგოს ასწავლიან. მათი მრევლის წევრებს კი, „ძაან დასავლეთობას“ რომ იჩემებენ, ურჩევნიათ იქაური კანონები იკითხონ, პრაქტიკასაც გაეცნონ და დასკვნები ისე გააკეთონ”, – წერს ნანა კაკაბაძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,935,810 ნახვა