ჩვენმა საზოგადოებამ ამ ყოველდღიური სკანდალებით, რომელიც USAID-ს უკავშირდება აღმოაჩინა, რომ თურმე გამართლდა რეალურად ჩვენი მოლოდინები და ეჭვები, რომ ძალიან დიდი ნაწილი დაფინანსების იხარჯებოდა საქართველოში სხვადასხვა ტიპის პოლიტიკური პროცესების პოლარიზაციაში და რადიკალიზაციაში, – განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა.
„ჩვენმა საზოგადოებამ ფაქტობრივად ამ ყოველდღიური სკანდალებით, რომელიც USAID-ს უკავშირდება აღმოაჩინა, რომ თურმე გამართლდა რეალურად ჩვენი მოლოდინები და ეჭვები, რომ თურმე ძალიან დიდი ნაწილი დაფინანსების იხარჯებოდა საქართველოში სხვადასხვა ტიპის პოლიტიკურ პროცესებში, პოლიტიკური პროცესების პოლარიზაციაში და რადიკალიზაციაში. ჩვენ სრულიად ახალი, წარმოუდგენელი გამოწვევების წინაშე დავდექით. აღმოვაჩინეთ, რომ საქართველო და ზოგადად საზოგადოება, ძალიან დიდად მოწყვლადია მსგავსი ტიპის გამოწვევების წინაშე და ჩვენ ამის გამო უნდა გადავდგათ ისეთი ნაბიჯები, რომლებიც კიდევ უფრო განამტკიცებს სახელმწიფო ინსტიტუტებს. ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ აუცილებელია ამერიკული „ფარას“ კანონმდებლობის დანერგვა საქართველოში, ამერიკული საუკეთესო გამოცდილების გაზიარება და ამ მხრივ, ამ ტიპის გამოწვევებთან უფრო ეფექტიანი ბრძოლა“, – განაცხადა მახაშვილმა.
„ქართული ოცნება“ დააინიცირებს კანონპროექტს, რომელიც იქნება ამერიკული „ფარას“ დღეს მოქმედი რედაქციის პირდაპირი ასლი.