ვაშინგტონში, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) შენობიდან აბრა ჩამოხსნეს.
მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ USAID-ში კორუფციამ უპრეცედენტო დონეს მიაღწია.
„USAID-ი რადიკალურ მემარცხენეებს აგიჟებს და მათ არაფერი შეუძლიათ ამის წინააღმდეგ, რადგან ფული ისე დაიხარჯა – დიდი ნაწილი თაღლითურად – რომ ამის ახსნა სრულიად შეუძლებელია. კორუფციამ უპრეცედენტო დონეს მიაღწია. დახურეთ ის!“ – დაწერა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში.
Facebook Comments Box