Uncategorized

დონალდ ტრამპმა ჯო ბაიდენს საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა გაუუქმა

J

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჯო ბაიდენს საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა გაუუქმა.

„არ არსებობს არანაირი აუცილებლობა, რომ ჯო ბაიდენს კვლავ ჰქონდეს საიდუმლო მონაცემებზე წვდომა. ამიტომ, ჩვენ დაუყოვნებლივ ვაუქმებთ მის წვდომას [საიდუმლო ინფორმაციაზე] და ვწყვეტთ მისთვის ყოველდღიური სადაზვერვო ბრიფინგების ჩატარებას“, – განაცხადა ტრამპმა.

მისი თქმით, სწორედ ბაიდენმა შექმნა ეს პრეცედენტი 2021 წელს, როდესაც მან 45-ე პრეზიდენტს (დონალდ ტრამპს) აუკრძალა ეროვნული უსაფრთხოების მონაცემებზე წვდომა.

ტრამპმა ასევე გაიხსენა სპეციალური პროკურორის ანგარიში, რომლის მიხედვითაც, ბაიდენს „მეხსიერების პრობლემები“ აქვს.

„მე ყოველთვის დავიცავ ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას. ჯო, გათავისუფლებული ხარ. გავხადოთ ამერიკა კვლავ დიადი!“ – აღნიშნა ტრამპმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,935,829 ნახვა