„ჰამასმა“ დაასახელა სამი მძევლის ვინაობა, რომლებსაც დღეს გაათავისუფლებს, – ინფორმაციას BBC ავრცელებს.
სანაცვლოდ ისრაელმა საპატიმროებიდან 180-ზე მეტი პალესტინელი პატიმარი უნდა გაათავისუფლოს.
სამივე ისრაელელი მძევალი მამაკაცია – 53 წლის ელი შარაბი, 56 წლის ოჰად ბენ-ამი და 34 ელის ორ ლევი. მათი სახელები ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისმა და „მძევლების ოჯახების ფორუმმა“ დაადასტურეს. გათავისუფლების ზუსტი დრო, ჯერჯერობით, ცნობილი არ არის.
ორ ლევი და მისი ძმა იოსი Nova-ს ფესტივალიდან გაიტაცეს, მისი ცოლი და ქალიშვილები კი მოკლეს. ცნობილია, რომ მას შემდეგ იოსი დაიღუპა და მისი ცხედარი „ჰამასს“ ჰქონდა.
ელი შარაბი და ოჰად ბენ-ამი კი კიბუცა ბეერიდან გაიტაცეს, რომელიც თავდასხმის ერთ-ერთი სამიზნე იყო.
დღევანდელი გაცვლა რიგით მეხუთე იქნება მას შემდეგ, რაც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 19 იანვარს ძალაში შევიდა.