არჩევნების შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩვენს ქვეყანაში არსებობს რისკი გარე ჩარევებისა, ამიტომ ჩვენ მივიღებთ იმ კანონმდებლობას, რომელიც ყველაზე კარგად პასუხობს ამ გამოწვევებს, – განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ.
„არჩევნების შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩვენს ქვეყანაში არსებობს რისკი გარე ჩარევებისა, ამიტომ ჩვენ მივიღებთ იმ კანონმდებლობას, რომელიც ყველაზე კარგად იცავს სახელმწიფოს გარე ჩარევებისგან და ეს არის სწორედ ამერიკული „ფარა“, რომელიც ყველაზე კარგად პასუხობს ამ გამოწვევებს. ჩვენ არ ვაპირებთ რაიმე ცვლილებები შევიტანოთ ამ კანონში. ერთი-ერთზე ის რედაქცია, რომელიც ახლა მოქმედებს ამერიკაში, იქნება მიღებული და ვფიქრობთ, ეს მისცემს დამატებით მექანიზმებს სახელმწიფოს, რომ დავიცვათ ნებისმიერი სახის გარე ჩარევებისგან – ეს იქნება ფინანსური, პოლიტიკური, თუ სხვადასხვა მექანიზმი. ამის საჭიროება, როგორც გითხარით, დადგა იმ გამოწვევების საპასუხოდ, რომლებიც ჩვენს ქვეყანას აქვს“, – განაცხადა ბოჟაძემ.
„ქართული ოცნება“ დააინიცირებს კანონპროექტს, რომელიც იქნება ამერიკული „ფარას“ დღეს მოქმედი რედაქციის პირდაპირი ასლი.