„გიორგი გახარია პარლამენტიდან, არც გამოდის და არც შედის. სწორედ ამ ქცევით გამოიხატება მისი გზააბნეულობა, რაც შემთხვევითი არ არის,“ – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ ხელმძღვანელმა დიმიტრი ხუნდაძემ.
მისივე თქმით, გახარია და მისი გუნდი ორმაგ თამაშს თამაშობს – ახლა ქუჩიდან, საჭიროების შემთხვევაში კი შევა პარლამენტში და შეასრულებს დესტრუქციულ დავალებებს.
„გიორგი გახარია პარლამენტიდან, არც გამოდის და არც შედის. სწორედ ამ ქცევით გამოიხატება მისი გზააბნეულობა, რაც შემთხვევითი არ არის. ადგილი აქვს „ნაციონალური მოძრაობის“ და მათი დამკვეთების საერთო გეგმას. თამაშობენ ორმაგად – ქუჩიდან და პარალელურად იტოვებენ ალტერნატივას, რომ საჭიროების შემთხვევაში პარლამენტიდანაც დესტრუქციული ხაზი განავითარონ. თუ გახარია და მისი გუნდი მიბაძავს „ნაცმოძრაობის“ იმ ნაწილს, რომელმაც პარლამენტიდან წასვლის შესახებ დაწერეს განცხადებები და ჩვენ მათ ეს სურვილი შევუსრულეთ, განცხადებების დაწერის შემდეგ გახარიას და მის გუნდსაც შევუსრულებთ თხოვნას და გულს არ დავწყვეტთ,“ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.